დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
MVCKH
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 06 ოქტ 2015

ინიციატივა „ადამი" კონკურსს აცხადებს

ინიციატივა „ადამი" მიმართულია ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაზე - სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ კინო, სატელევიზიო და ონლაინ პროგრამებს, რომელიც განსხვავებული ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული წარმომავლობის ადამიანების მშვიდობიან თანაცხოვრებას წარმოაჩებს.

ადამი მედია პრიზი 2015 გადასცემს ექვს პრიზს ექვს კატეგორიაში:
  • ადამი მედია პრიზი გართობის სფეროში (მხატვრული)
  • ადამი მედია პრიზი ინფორმაციის სფეროში (არამხატვრული)
  • ადამი მედია პრიზი ახალი ამბებისა და მოკლემეტრაჟიანი არამხატვრული ფილმები
  • ახალგაზრდა ადამი პრიზი
  • ადამი ონლაინ პრიზი ვებ-გვერდებისათვის
  • ადამი მედია პრიზი ინტერნეტ ვიდეოებისათვის
ადამი მედია პრიზი 2015 წლის გადაცემის ცერემონია გაიმართება ფესტივალის გალა საღამოზე, თბილისში, დეკემბერში, და გადაიცემა კონკურსში მონაწილე ექვსივე ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2015 წლის 15 ოქტომბერი. მონაწილე მაუწყებლობები, საპროდიუსერო კომპანიები, საგანმანათლებლო ინსტიტუტები და ინდივიდები უნდა დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე ww.adamimdiaprize.eu და გამოაგზავნონ ორი DVD, თანდართული შევსებული განაცხადის ფორმით ჩვენი თბილისის ოფისის მისამართზე. დელატური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, გაეცნოთ კონკურსის წესებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ბროშურაში.

ადამი მედია პრიზი კულტურული მრავალფეროვნებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში
შვეიცარიის განვითარების სააგენტო სამხრეთ კავკასიაში
რადიანის ქ.12, თბილისი, საქართველო, 0179
ტელ.: +995 32 222 57 59
ელ-ფოსტა: competition@adamimediaprize.eu
www.adamimediaprize.eu
 
უკან