ქცევის კოდექსი
მედიის განვითარების ფონდმა, ილიას უნივერსიტეტმა და გაეროს ასოციაციამ გამოაცხადეს კონკურსი „ტოლერანტობის პრიზი 2015"; პრიზი 2014 წელს დაარსდა და ის ყოველწლიურად გადაეცემა იმ მედია საშუალებებს, ჟურნალისტებსა და ბლოგერებს, რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოებაში ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას და ეთიკურად აშუქებენ მრავალფეროვნების საკითხებს.
2015 წელს ტოლერანტობის პრიზი შემდეგ ნომინაციებზე ცხადდება:
კონკურსშიმონაწილეობის მსურველებს2015 წლის განმავლობაშიშექმნილი ბეჭდვითი,ონლაინ, სატელევიზიოან რადიოპროდუქციის წარდგენა 2015 წლის 30 ნოემბრამდეშეუძლიათ. მასალებს შეაფასებს საკონკურსო ჟიური. გამარჯვებულებს გადაეცემათ სხვადასხვა წამახალისებელი პრიზები.
გასულ წელს ტოლერანტობის პრიზის პირველი მფლობელები გახდნენ: ჟურნალისტი ვახო სანაია ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გასული ტელერეპორტაჟისთვის "რა აჩვენა კონკრეტული კანონის დამტკიცების ისტორიამ სახელმწიფოსა და ეკლესიას"; „რადიო თავისუფების" თბილისის ბიურო გადაცემათა ციკლისთვის "გენდერული ამბები"; ტელეკომპანია „რუსთავი 2" ტელესერიალისთვის "ჩემი ცოლის დაქალები"; ჟურნალისტი ლევანსუთიძე „ტვ ტაბულას" გადაცემისთვის "საუბრები რელიგიაზე"; "ნეტგაზეთის" ბლოგერი გია მარიამიძე ბლოგისთვის"გამოცხადებული დღესასწაულის ქრონიკები"; "ლიბერალის" ბლოგერი ნინო ბაიდაური ბლოგისთვის"განსაკუთრებულობა, როგორც ტყუილი და უსამართლობა"; რეგიონალურ მედიაში ადამიანის უფლებების გაშუქებისათვის ტოლერანტობის პრიზი კახეთის საინფორმაციო ცენტრს რუბრიკისთვის ადამიანის უფლებები გადაეცა.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://www.jobs.ge/103377/