დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
MWJLM
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 30 ნოე 2015

MDF-ი საზოგადოებრივი მაუწყებლისგან არასწორი ინფორმაციის თანაზომადი ფორმით შესწორებას ან უარყოფას ითხოვს

30 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ "მედიის განვითარების ფონდმა" საჩივრით მიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს. საჩივარი  2015 წლის 23 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხების ეთერში გასული ჟურნალისტური  გამოძიების პროექტისგამომძიებელი რეპორტიორი" ფარგლებში მომზადებულ საგამოძიებო ფილმს უცნობირუსთავი 2" - მყიდველები და გამყიდველები" ეხება.

 

სადავო გახდა გადაცემის  პასაჟი, სადაც წამყვანი აცხადებს: "ამ დროისთვის კომპანიას [„რუსთავი 2"] კრედიტი აქვს აღებული საერთაშორისო ორგანიზაცია Media Development Foundation-სგან". ამ ფრაგმენტს თან ერთვის ვიზუალური კადრები, რომელიც არა სესხების გამცემ საერთაშორისო ორგანიზაცია MDIF-ს, არამედ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის - მედიის განვითარების ფონდის (MDF) ვებს ასახავს, რომელზეც, თავის მხრივ, საქართველოში გაეროს ოფისის ხელმძღვანელის ერიკა კვაპილოვას და ოცმეთაურ თამარ მღებრიშვილის ფოტოა გამოსახული.

 

მედიის განვითარების ფონდი მიიჩნევს, რომ აღნიშნული წარმოადგენს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის რამდენიმე მუხლის კერძოდ, მე-13-ს პირველი, მეორე და მესამე, მე-14  მუხლის მეცხრე, მე-18-ს მე-6-ს, ასევე სიზუსტის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი მუხლის დარღვევას.

საჩივარში აღნიშნულია, რომ მართალია, მედიის განვითარების ფონდის და საქართველოში გაეროს ქალთა ფონდის გამოხმაურების შემდეგ, მეორე არხის რედაქციამ  არხის ვებ-გვერდზე აღნიშნულ გადაცემას დაურთო განმარტება, რომელშიც ბოდიშს იხდის დაშვებული უზუსტობის გამო, თუმცა ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენს არა რედაქციის ბოდიშის მიღება, არამედ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის თანაზომადი ფორმით შესწორება ან უარყოფა, როგორც ეს მაუწყებელთა შესახებ კანონმდებლობით არის განსაზღვრული.   აღნიშნული გადაცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ვებ-გვერდზე, ისევე, როგორც youtube-ზე და მარშალპრესზე მომხმარებლისთვის უცვლელი სახით არის ხელმისაწვდომი, რაც თანაზომადი ფორმით შესწორებად ვერ ჩაითვლება.

 

მედიის განვითარების ფონდი მოითხოვს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაუწყებლობის შესახებ  კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოახდინოს გადაცემაში  ორგანიზაციის შესახებ გასული არასწორი ინფორმაციის თანაზომადი ფორმით შესწორება ან უარყოფა.

 

           

უკან