ქცევის კოდექსი
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 10 მაისს გამართულ სხდომაზე დააკმაყოფილა მედიის განვითარების ფონდისა (MDF) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) საჩივარი გაზეთ "რეზონანსის" წინააღმდეგ.
ქარტიამ გაიზიარა MDF-ისა და GDI-ის მოსაზრება, რომ 12 მარტს გამოქვეყნებული სტატიით "ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომელთაც სძულთ ჰომოსექსუალები" გაზეთმა რეზონანსმა დააღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-7 (დისკრიმინაცია) მუხლები.
ქარტიის პირველი მუხლის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ხოლო მე-7 მუხლის მიხედვით, "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით".