დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
PHRDQ
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 10 მაი 2014

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გაზეთ "რეზონანსის" წინააღმდეგ MDF-ისა და TDI-ის განცხადება დააკმაყოფილა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 10 მაისს გამართულ სხდომაზე დააკმაყოფილა მედიის განვითარების ფონდისა (MDF) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) საჩივარი გაზეთ "რეზონანსის" წინააღმდეგ.

 

ქარტიამ გაიზიარა MDF-ისა და GDI-ის მოსაზრება, რომ 12 მარტს გამოქვეყნებული სტატიით "ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომელთაც სძულთ ჰომოსექსუალები" გაზეთმა რეზონანსმა დააღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-7 (დისკრიმინაცია) მუხლები.

 

ქარტიის პირველი მუხლის თანახმად,  ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ხოლო მე-7 მუხლის მიხედვით, "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით".

უკან