დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
XAUBY
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 21 დეკ 2015

2015 წლის ტოლერანტობის პრიზის მფლობელები 22 დეკემბერს გამოვლინდებიან

22 დეკემბერს, 12 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში"  მედიის განვითარების ფონდის, ილიას უნივერსიტეტის და გაეროს ასოციაციის მედია-კონკურსის „ტოლერანტობის პრიზი 2015"-ის  გამარჯვებულები გამოვლინდებიან. გაიმართება ასევე მედიის განვითრების ფონდის ახალი ინტერნეტ-პორტალის www.notophobia.ge პრეზენტაცია. 

ტოლერანტობის პრიზი მედიის განვითარების ფონდმა, ილიას უნივერსიტეტმა და გაეროს ასოციაციამ 2014 წელს დააფუძნეს და იგი გადაეცემა ჟურნალისტებს და ბლოგერებს, რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოებაში ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას და ეთიკურად აშუქებენ მრავალფეროვნების საკითხებს.   

2015 წლის კონკურსზე წარმოდგენილი იყო 42 მონაწილის 79 ნაშრომი - სტატიები, რეპორტაჟები, რადიო გადაცემები, ბლოგები, სიუჟეტები მრავალფეროვნებისა და გენდერის თემაზე. გამარჯვებულები შემდეგ 7 ნომინაციაში გამოვლინდება:

რელიგიური მრავალფეროვნების გაშუქება;

ეთნიკური მრავალფეროვნების გაშუქება;

გენდერული თანასწორობის საკითხების გაშუქება;

ლგბტ პირების თემების გაშუქება;

ბლოგი მრავალფეროვნების საკითხებზე;

ტოლერანტობის პრიზი მრავალფეროვნების საკითხებზე მედია პროდუქციისთვის;

ტოლერანტობის პრიზი რეგიონული მედიისთვის.

საკონკურსო ჟიურის შემადგენლობაში შედიან: ელენა ბედველი - ბლუმბერგის კორესპონდენტი კავკასიაში; თამარ გურჩიანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბექა მინდიშვილი,  სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი; ნინო რობაქიძე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო; რუსუდან გოცირიძე,  ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესია;   რუსუდან ჭანტურია - საქართველოს გაეროს ასოციაცია; ქეთევან მსხილაძე - მედიის განვითარების ფონდი. 

კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ სამახსოვრო პრიზები. 

ღონისძიება ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.


უკან