ქცევის კოდექსი
22 დეკემბერს ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩმა ავსტრიის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის თანახმადაც, ონლაინ საინფორმაციო პორტალს მესაკუთრის სასარგებლოდ 2 000 ევროს გადახდა დაეკისრა, თავშესაფრის ცენტრში უნებართვოდ შესვლის გამო. მიატოვიჩის აზრით, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მედიის უნარზე ეფექტიანად გააშუქოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მოვლენები.
"ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გააშუქონ მაღალი საჯარო ინტერესის საკითხები გაუმართლებელი შეზღუდვისა ან დასჯის შიშის გარეშე. კერძო საკუთრების უფლების გამოყენება იმ ჟურნალისტთა დასასჯელად, ვინც მაღალი საჯარო ინტერესის სადისკუსიო თემებს აშუქებს, გაუმართლებელია", - განაცხადა მიატოვიჩმა.
2014 წელს ოქტომბერში საინფორმაციო ონლაინ პორტალ Dossier-ის ჟურნალისტები შეეცადნენ ლტოლვილთა თავშესაფრის ცენტრის მონახულებას, მათ საცხოვრებელ პირობებზე მასალის მომზადების მიზნით. მას შემდეგ, რაც მესაკუთრემ ჟურნალისტებს ტერიტორიაზე შესვლის უფლებაზე უარი უთხრა, ისინი შენობაში თავად თავშესაფრის მაძიებლებმა შეიპატიჟეს.
დეკემბრის გადაწყვეტილებაში რეგიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ჟურნალისტებს შენობაში შესვლისას არც მესაკუთრის, არც ლტოლვილთა სახელმწიფო სააგენტოს ნებართვა არ ჰქონდათ, რითაც მათ მესაკუთრეთა უფლება დაარღვიეს.