დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
RWXEQ
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 22 დეკ 2015

ტოლერანტობის პრიზი 2015-ის ს გამარჯვებულები დასახელდნენ

22 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში"  ტოლერანტობის პრიზი 2015-ის 8 გამარჯვებული დასახელდა. ასევე გაიმართა ვებ-პორტალის  www.notophobia.ge პრეზენტაცია. 


დაჯილდოვების ცერემონიაზე შეხვედრის მონაწილეებს  მისასალმებელი სიტყვებით USAID-ის კავკასიის მისიის ხელმძღვანელმა დაგლას ბოლიმ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ მიმართეს.
მედიის განვითარების ფონდის, ილიას უნივერსიტეტისა და გაეროს ასოციაციის მიერ  დააფუძნებული ტოლერანტობის პრიზისთვის კონკურსში წელს 7 ნომინაციისთვის 42 მონაწილის 79 ნაშრომი იყო წარმოდგენილი.  ჟიურიმ ასევე დააწესა ტოლერანტობის სპეციალური პრიზი, რომელიც ჟურნალი „მასწავლებელის" ავტორს ნასტასია არაბულს გადაეცა.

ტოლერანტობის პრიზი 2015 წლის მფლობელები  გახდნენ:

ტოლერანტობის  პრიზი რელიგიური მრავალფეროვნების გაშუქებისთვის - ზურაბ ვარდიაშვილი და გიორგი ჭეიშვილი, ჟურნალი "ლიბერალი" - სტატიისთვის „ხეობა ჩრდილში".

ტოლერანტობის  პრიზი ეთნიკური მრავალფეროვნების გაშუქებისთვის - ეკა ქევანიშვილი, რადიო „თავისუფლება" - რადიო-რეპორტაჟისთვის „საქართველოს იეზიდები".

ტოლერანტობის  პრიზი გენდერული თანასწორობის საკითხების გაშუქებისთვის - ვიკა ბუკია, საზოგადოებრივი მაუწყებელი - ტელებლოგისთვის „შუშის ჭერი".

ტოლერანტობის  პრიზი  ლგბტ პირების თემების გაშუქებისთვის - მამუკა მგალობლიშვილი, ჟურნალი ლიბერალი - ფოტოპროექტისთვის „გიორგი და გიორგი".

ტოლერანტობის  პრიზი მრავალფეროვნების საკითხებზე მედიაპროდუქციისთვის - გიორგი გვიშიანი, რუსთავი2 - სიუჟეტისთვის „ქართული ნაციზმი".

ტოლერანტობის  პრიზი რეგიონულ მედიას - ანა მოსიაშვილს, რადიო ჰერეთი - რადიობლოგისთვის  „მინდა ვიცხოვრო საზოგადოებაში, სადაც ბავშვები ბავშვებს არ აჩენენ".

ტოლერანტობის  პრიზი ბლოგისთვის მრავალფეროვნების საკითხებზე -  თამარ კურატიშვილს, ნიუსპრესი - ბლოგისთვის  "ჩემი შვილი არ არსებობს".

საკონკურსო მასალები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://www.mdfgeorgia.ge/geo/view_stories/29

საკონკურსო ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: ელენა ბედველი - ბლუმბერგის კორესპონდენტი კავკასიაში; თამარ გურჩიანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბექა მინდიშვილი, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი; ნინო რობაქიძე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო; რუსუდან გოცირიძე, ბაპტისტურ -ევანგელური ეკლესია;  რუსუდან ჭანტურია - საქართველოს გაეროს ასოციაცია; ქეთევან მსხილაძე- მედიის განვითარების ფონდი. 

კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ სერტოფიკატები და სამახსოვრო პრიზები. 

ტოლერანტობის პრიზი 2014 წელს დაწესდა და იგი გადაეცემა ჟურნალისტებს და ბლოგერებს, რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოებაში ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას და ეთიკურად აშუქებენ მრავალფეროვნების  საკითხებს.   

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო ახალი ვებ-პორტალი www.notophobia.ge, სადაც  მრავალფეროვნების საკითხებით დაინტერესებული მკითხველისთვის, მედია-მკვლევარების, სტუდენტების, ჟურნალისტებისა  და საზოგადოებისთვის მედია მონიტორინგის შედეგები და საგანმანათლებლო დამხმარე რესურსებია ხელმისაწვდომი.

ღონისძიება ჩატარდა  "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.


 

უკან