დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
PWOLI
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 09 ნოე 2015

დემოკრატიის ტური

6-დან 8 ნოემბრამდე მედიის განვითარების ფონდის მიერ ორგანიზებულ იმიტირებულ არჩევნებში მონაწილე ათმა საუკეთესო ახალგაზრდამ ახალციხიდან, ახალქალაქიდან, მარნელიდან და თელავიდან დემოკრატიის ტურში მიიღო მონაწილეობა.

6 ნომებერს აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ახალგაზრდები საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს და კომიტეტის წევრს თამარ კორძაიას შეხვდნენ. ისინი ახალგაზრდებს საკანონმდებლო მუშაობის სპეციფიკაზე, კანონების მიღების პროცედურებზე და უმცირესობებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოს პოლიტიკაზე ესაუბრნენ.

იურიდიულ კომიტეტში შეხვედრის შემდეგ ტურის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტის ისტორიული შენობა დაათვალიერეს. ექსკურსია გაიმართა ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მუზეუმში, სადაც ახალგაზრდებმა სასამართლოს ისტორიის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

6 ნოემბერს გაიმართა შეხვედრა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც ახალგაზრდებმა საარჩევნო ადმინისტრაციისგან მიიღეს ინფორმაცია საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.

დღის ბოლოს ტური საზოგადოებრივი მაუწყებლის უმცირესობათა საინფორმაციო სამსახურში დასრულდა, სადაც ახალგაზრდები რედაქციის მუშაობის სპეციფიკას გაეცვნენ.

7 ნოემბერს დემოკრატიის ტურის მონაწილეები ქობულეთში გაემგზავრნენ, სადაც ტრენინგი ბლოგების წერაში ჩაუტარდათ. მონაწილეებმა პრაქტიკული დავალებები შეასრულეს და საკუთარი შთაბეჭდილებები დემოკრატიის შესახებ ბლოგებში გადმოსცეს.

8 ნოემბერს დემოკრატიის ტურის ბოლო შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა. ახალგაზრდებმა თავდაპირველად სასამართლო დაათვალიერეს, ნახეს დარბაზი, სადაც სხდომები იმართება და მიიღეს ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს სპეციფიკის შესახებ, მოგვიანებით კი სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს შეხვდნენ. ახალგაზრდებს კითხვა-პასუხის ფორმატში შესაძლებლობა ჰქონდათ შეკითხვები დაესვათ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილებებთან და მუშაობასთან დაკავშირებით .

 

უკან