დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
EUANA
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 15 დეკ 2015

MDF-ის კვლევის „ახალგაზრდების დამოკიდებულება ევროინტეგრაციისადმი“ პრეზენტაცია

15 დეკემბერს, თბილისი "მარიოტში" პოლიტიკის ფორუმი „მოსახლეობის დამოკიდებულება ევროპული ინტეგრაციისადმი და უფრო ეფექტიანი კომუნიკაციის სტრატეგია" გაიმართა. ფორუმი ორგანიზებული იყო აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის ფარგლებში (ACCESS).

შეხვედრაზე მედიის განვითარების ფონდის (MDF) გამგეობის თავმჯდომარემ, თამარ კინწურაშვილმა და მკვლევარმა ლელა ხომერიკმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პროექტის „მითების მსხვრევა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება" ფარგლებში ჩატარებული კვლევის „ახალგაზრდების დამოკიდებულება ევროინტეგრაციისადმი" მთავარი მიგნებები და რეკომენდაციები. კვლევის თანახად, რომელიც 2015 წლის სექტემბერში 17-37 წლის რესპონდენტებს შორის ჩაატარა, ახალგაზრდებს შორის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ აგვისტოში ჩატარებულ კვლევესთან შედარებით (61%) მაღალია და 78,5 %-ს შეადგენს.

მედიის განვითარების ფონდთან ერთად, ფორუმზე CRRC საქართველოს ხელმძღვანელმა კობა თურმანიძემ წარმოადგინა CRRC-ის მიერ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ინიციატივით განხორციელებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის - „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებებისა და ცოდნის შეფასება"შედეგები.

შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა CRRC-ის მიერევრაზიის თანამშრომლობის ფონდის"ინიციატივით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებებისა და ცოდნის შეფასება".CRRC-ის კვლევის თანახმად,ევროკავშირისადმი მხარდაჭერის მაჩვენებელი უფრო მაღალია ქალაქში მცხოვრები, დასაქმებული, მაღალშემოსავლიანი და უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის ჯგუფებში. ასაკობრივ ჭრილში კი სხვაობა შედარებით მცირეა. CRRC-ის კვლევითაც დადასტურდა,რომ მოსახლეობა ძირითადად ტელევიზიიდან იღებს ინფორმაციას.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრის კომუნიკაციისა და სახალხო დიპლომატიის ექსპერტმა ესტერ ჰალისტემ, შეკრებილ საზოგადოებას ესტონური გამოცდილება და ევროინტეგრაციის შესახებ კომუნიკაციის სახელმწიფო სტრატეგიასთან დაკავშირებული მოსაზრებები გაუზიარა. ფორუმის მუშაობაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი თორნიკე ნოზაძე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე, ასევე სხვა სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სახელმწიფო სტრუქტურების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, აკადემიური წრეებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმაზემოაღნიშნული კვლევებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით,ევროინტეგრაციის კომუნიკაციის სტრატეგიის შემდგომი გაუმჯობესების გზებზე იმსჯელეს.

კვლევა შეგიძლიათ იხილოთ მედიის განვითარების ფონდის პორტალზე, სადაც ასევე მოცემულია კვლევის ინგლისურენოვანი ვერსია.

უკან