დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
GHVMK
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 15 დეკ 2015

გამოვიდა კვლევა „ახალგაზრდების დამოკიდებულება ევროინტეგრაციისადმი“

გამოვიდა ახალი კვლევა "ახალგაზრდების დამოკიდებულება ევროინტეგრაციისადმი", რომელიც მედიის განვითარებისფონდმა (MDF) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობისპროექტის (ACCESS) ფარგლებში ჩაატარა.

კვლევა 2015 წლის სექტემბერში 17-35 წლამდე ასაკის 1086 რესპოდენტს შორის საქართველოს შემდეგ 13 ქალაქში ჩატარდა: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, გორი, თელავი, რუსთავი, ახალციხე, ახალქალაქი, მარნეული, დმანისი.

შერჩევისათვისგამოყენებულ იქნა მოსახლეობის 2002 წლის აღწერისსააღწერო უბნების სია. შერჩევის წერტილების რაოდენობა განისაზღვრა პირობიდან, შერჩევის ყოველ წერტილშიჩატარებულიყო 10-11 ინტერვიუ.ცამეტივე ქალაქში შეირჩა 100 საწყისი წერტილი (მისამართი).შერჩევის მთელი მოცულობა გადანაწილდა ქალაქებს შორის მათში მოსახლეობის რაოდენობისპროპორციულად. ქალაქშიშერჩევის საწყისი წერტილების რაოდენობა დადგენილ იქნა ამ ქალაქისათვისგანსაზღვრული ინტერვიუების რაოდენობის 10-ზე გაყოფით. საწყის ეტაპზე ყოველ ქალაქში შერჩეული იქნა სააღწერო უბნები, ყოველ შერჩეულ სააღწერო უბანში შემთხვევით შეირჩა საწყისი წერტილი დაკვირვებისათვის. საწყისი წერტილის მიდამოში ინტერვიუერმა ბიჯის გამოყენებით შეარჩია 10 ოჯახიდაკვირვებისათვის. შერჩევის ბიჯი შეადგენდა 10-ს, ხოლო შერჩეულოჯახში რესპონდენტის მოძებნა მოხდა ოჯახის წევრებიდანშესაბამისი ასაკის ბოლო დაბადების დღის პრინციპით.

კონკრეტული ოჯახების შერჩევისთვის გამოყენებული იქნა „შემთხვევითი ხეტიალის პრინციპი". ინტერვიუერებს ეძლეოდათ ინსტრუქცია, სადაც დეტალურად იყო აღწერილი რესპონდენტის შერჩევის მეთოდი. ცდომილება აღნიშნული შერჩევის ზომისთვის არ აღმატება (+-3%-ს).

გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას მხარს უჭერს ახალგაზრდათა 79%, რაც NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის საერთო ეროვნულმაჩვენებელზე (61%) გაცილებით მაღალია. თბილისში ევროინტეგრაციის მხარდაჭერა 82.5%-ია, სხვა ქალაქებში – 74%. თუმცა ეს მაჩვენებელი შედარებით დაბალია ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში (54%). გამოკითხულ ახალგაზრდათა მხოლოდ 14,3% თვლის, რომ ძალიან კარგად ან კარგად არის ინფორმირებული ევროპასთან საქართველოს დაახლოების პროცესის შესახებ, მაშინ როდესაც აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ან ძალიან დაინტერესებულია გამოკითხულთა 65,4%.

ახალგაზრდების 80% ქვეყანაში მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური პროცესების შესახებ ინფორმაციას იღებს ტელევიზიიდან, 49% კი სოციალური მედიიდან. ამასთან, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ახალგაზრდების 30% ქართულ სატელევიზიო არხებს არ უყურებს. მიუხედავად იმისა, რომ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ცნობადობა ახალგაზრდებში არის საკმაოდ მაღალი (38.3%), კვლევით გამოჩნდა სახელმწიფო სტრატეგიის შეზღუდული ეფექტი. კომუნიკაციის იმ ფორმებიდან, რაც მოცემულია „ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიაში 2014-2017 წლებისთვის", დაბალი ან საკმაოდ დაბალია ევროინტეგრაციის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევები – ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი (9.4%), ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები (6.4%), ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები (7.1%), სკოლა (6.6%), რელიგიური ლიდერები (2.9%).

გამოკითხულ ახალგაზრდათა საკმაოდ დიდი რაოდენობა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების შესახებ ინფორმაციას არაფორმალური წყაროებიდან იღებს: მეგობრები (42,4%), ოჯახის წევრები და ნათესავები (39,3%), მეზობლები (18,4%).ახალგაზრდები საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესიდან ყველაზე მეტად ქვეყნის განვითარებას, ცხოვრების დონის გაზრდას და ეკონომიკის გაჯანსაღებას მოელიან (63.8%), თუმცა მათ ყველაზე ნაკლები ინფორმაცია აქვთ სწორედ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) და კონფლიქტების მოგვარებაში ევროკავშირის როლის შესახებ.ამასთან, ახალგაზრდები ევროკავშირთან დაახლოების პროცესში ყველაზე მეტად საფრთხეებს ხედავენ ტრადიციების დაკარგვის (30,1%) და რუსეთის მხრიდან საფრთხის გაზრდის (27.5%) კუთხით.

კვლევისმიგნებების საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც გულისხმობს ახალგაზრდებზე უფრო მეტად მორგებულ კომუნიკაციას, ტელევიზიისა და სოციალური მედიის აქტიურად გამოყენებას, მეტი აქცენტის გაკეთებას რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებზე, ინგლისური ენის სწავლების ხელშეწყობას, ეთნიკური უმცირესობების ენაზე მაუწყებლობის გაუმჯობესებას, იდენტობისა და უსაფრთხოების საკითხებზე უარყოფითი მოლოდინების გაქარწყლებას, ევროინტეგრაციის წინააღმდეგობრივ საკითხებსა და მითებზე მეტი ობიექტური ინფორმაციის მიწოდებასა და მეტი აქცენტის გაკეთებას ევროინტეგრაციის სიკეთეებზე.

კვლევა ხელმისაწვდომია მედიის განვითარების ფონდის პორტალზე, სადაც ასევე მოცემულია კვლევის ინგლისურენოვანი ვერსია.

უკან