დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
VWSTR
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 26 იან 2016

ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტში GDI-სა და MDF-ის წარმომადგენლებმა საქართველოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს

25 იანვარს ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტში საქართველოსთან დაკავშირებით მოსაზრებათა გაცვლა გაიმართა, რომელზეც მოხსენებები საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარემ გიორგი ტუღუშმა და მედიის განვითარების ფონდის (MDF) გამგეობის თავმჯდომარემ თამარ კინწურაშვილმა გააკეთეს.

სხდომას ალდე-ლიბერალური ჯგუფის წარმომადგენელი ბიატრის ბისერა ხელმძღვანელობდა.

გიორგი ტუღუშმა თავის პრეზენტაციაში ყურადღება გაამახვილა საქართველოში მართლმსაჯულების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე და შერჩევით სამართალზე. GDI-ის თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოზე განხორციელებულ ზეწოლასაც შეეხო და ხაზი გაუსვა ამ ინსტიტუტის მიერ მიღებულ ბოლოდროინდელ იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის საკვანძო იყო.

თამარ კინწურაშვილმა მნიშვნელოვნად შეაფასა ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ევროპის პარლამენტის მიერ 21 იანვარს მიღებული რეზოლუცია, რომელიც მკაფიო სიგნალს უგზავნის საქართველოს ხელისუფლებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ თავისუფალი მედია გარემოს არსებობის აუცილებლობის შესახებ. მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით გაკეთებულ პრეზენტაციაში MDF-ის წარმომადგენელმა ისაუბრა 2012 წლის საპარლამენტი არჩევნების შემდგომ პოზიტიურ ცვლილებებზეც და იმ გამოწვევებზე, რომლებმაც ბოლო პერიოდში იჩინა თავი: კერძოდ, ხელისუფლების მცდელობაზე გავლენა მოახდინოს მედია ბაზარზე, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი არხებისა და ცალკეული გადაცემების დახურვის მცდელობაზე. სხდომაზე ასევე წარმოდგენილი იყო NED-ის პროექტის ფარგლებში MDF-ის მიერ მომზადებული ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის მონიტორინგი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას შეეხება. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ პროკურატურის სტატისტიკასა და მთავრობის ანგარიშში არ არის შესულიმედიასთან დაკავშირებული არცერთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, გახმაურებული საქმე.

თამარ კინწურაშვილმა ასევე აღნიშნა ის პოზიტიური შეფასებები, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს ახალი წესით დაკომპლექტებას ეუთოს მხრიდან მოჰყვა. თუმცა, აქვე ყურადღება გაამახვილა იმ პრობლემაზე, რომელიც სამეურვეო საბჭოში ოპოზიციისთვის განკუთვნილი 2 ვაკანტური თანამდებობის არდაკომპლექტებას შეეხება.

GDI-სა და MDF-ის წარმომადგენლებმა არსებული პრობლემების გამოსწორების მიზნით გარკვეული რეკომენდაციები შესთავაზე ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტს.


https://ssl.gstatic.com/ui/v1/icons/mail/images/cleardot.gifსხდომის სრული ვიდეო ვერსია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:  http://www.europarl.europa.eu/news/en/news-room/20160120IPR10802/Subcommittee-on-Human-Rights-meeting-25012016-(PM)

 

უკან