ქცევის კოდექსი
გამოვიდა მედიის განვითარების ფონდის ანგარიში, რომელიც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფორმირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. კერძოდ, იმას, რომ კანონის მიღებიდან 2 წლის შემდეგ საქართველოს პარლამენტში ვერ ხერხდება კონსენსუსის მიღწევა ოპოზიციის მიერ ნომინირებულ კანდიდატებზე და სამეურვეო საბჭოში სწორედ ოპოზიციისთვის განკუთვნილი 2 ვაკანსიაა დაუკომპლექტებელი, რაც მაუწყებლის მმართველ რგოლში კანონმდებლობით შემოთავაზებულ ბალანსს და მრავალფეროვან წარმომადგენლობას ვერ უზრუნველყოფს.
კვლევა ასევე შეეხება მოსალოდნელ მმართველობით კრიზისს, რაც ერთის მხრივ,
სამეურვეო საბჭოში ვაკანტური ადგილების არსებობას, მეორე მხირვ კი სამეურვეო საბჭოს
მიერ კანონმდებლობით დადგენილი როტაციის პროცედურების არჩატარებას უკავშირდება, რის
გამოც დღემდე არ არის განსაზღვრული საბჭოს რომელი წევრი რა ვადით ასრულებს მასზე კანონმდებლობით
დაკისრებულ უფლებამოსილებას.
ანგარიშს თან ახლავს რეკომენდაციები.