დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
UCFVG
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 01 მარ 2016

მედიის განვითარების ფონდი ECRI-ის ანგარიშში

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის (ECRI) მეხუთე ციკლის ანგარიში საქართველოს შესახებ, რომელიც 1 მარტს გამოქვეყნდა, 2012 წლიდან 2015 წლის 17 ივნისის ჩათვლით არსებულ ვითარებას ასახავს. სიძულვილის ენის ნაწილში ანგარიში მედიის განვითარების ფონდის კვლევების მიგნებებს ეყრდნობა და რამდნიმე რეკომენდაციას ითვალისწინებს. 

ანგარიშში საუბარია როგორც საბიუჯეტო კონტრაქტების გაფორმების პრობლემაზე იმ მედია საშუალებებთან, ვინც სიძულვილს აღვივებს, ასევე მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურების არატოლერანტულ გამოხატვებზე. 

მედია

"მედიის განვითარების ფონდის მოპოვებული ინფორმაციით, 2013-14 წლებში ობიექტივმა მიიღო, სულ მცირე,  25000 აშშ დოლარი, ხოლო გაზეთებმა „ალიამ" და „კვირის ქრონიკამ" ერთად დაახლოებით 20 000 აშშ დოლარამდე სამინისტროებისა და სახელმწიფო სტრუქტურებისაგან სარეკლამო კონტრაქტებისა და სხვა ხელშეკრულებათა სახით”, აღნიშნულიაგანცხადებაში, რომელსაც შემდეგი რეკომენდაცია მოსდევს:

რეკომენდაცია:

"ECRI იძლევა რეკომენდაციას, რომ ხელისუფლებამ გადახედოს მის კონტრაქტებს მედია საშუალებებთან და გააუქმოს, ან განაახლოს ისინი, თუ მედია შეიმჩნევა რასისტულ ან ჰომო/ტრანსფობიულ სიძულვილის ენის გამოვლენაში. ხელისუფლებამ ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ მომავალი კონტრაქტები შეიცავდნენ დათქმას კონტრაქტის გაუქმების შესახებ, თუკი მედიაში გამოვლინდება რასისტული ან ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილის ენა” (33).

 MDF-ის მონიტორინგისსაფუძველზე ანგარიშში მოყვანილია მედია-კავშირ "ობიექტივის”, გაზეთების "ალია” და "კვირის ქრონიკა” ქსენოფობიურიგამოხატვები,ასევე ყურადღებაა გამახვილებულიშემდეგ პრობლემურ ტენდენციებზე:

"ასევე მზარდია ისლამოფობიური სიძულვილის ენა… „ეს უნდობლობა კარგად ჩანს,მაგალითად,მაშინ,როცა აჭარელ მუსლიმებს თურქეთის აგენტებად სახავენ.” 2015 წლის იანვარში გაზეთი „კვირის ქრონიკა"წერდა: [ყოფილმა პრეზიდენტმა] ქართული პასპორტი მისცა 10,000-მდე უცხოელ მუსლიმს და აჭარა თურქეთის.... აქცია, რომელიც ისედაც გათურქების საფრთხის წინაშე იდგა. დღეს ყველამ იცის,რომ ამ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი ისლამური სახელმწიფოსთვის იბრძვის სირიაში..." (30).

"ტელეარხი ობიექტივი" დიდი ხანია ატარებს ანტითურქულ სარედაქციო პოლიტიკას, რაც კარგად ჩანს სხვადასხვა თოქ შოუში წამყვანთა კომენტარებით და სტუმრების შერჩევითაც. ეს ტელევიზია ეწეოდა ასევე კამპანიას ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ. ობიექტივის დამფუძნებელმა და პარტიის „პატრიოტთა ალიანსი" ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა განაცხადა: „უპირველეს ყოვლისა,ისინი აცნობიერებენ, რა საფრთხეს ქმნის ბათუმის ცენტრში ახალი მეჩეთის მშენებლობა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ,თურქეთის სიმბოლოს აღმართვა" (30).

"სიძულვილის ენა სხვა რელიგიურ უმცირესობებსაც ეხება. მას შემდეგ,რაც მთავრობამ გადაწყვიტა,საკომპენსაციო დაფინანსება მიეცა მუსლიმების, სომხეთის აპოსტოლური ეკლესიის,კათოლიკებისა და იუდეველთათვის, ობიექტივის წარმომადგენელმა შენიშნა: „მაშინ ბარემ სატანისტებიც დაგვეფინანსებინაო". 2014 წელს თბილისში საერთაშორისო ფესტივალი მოაწყო ქრისტიანულ-ევანგელისტურმა ეკლესიამ. ამასთან დაკავშირებით გაზეთი „ალია" წერდა: „ეს ჩვეულებრივი ანტიქრისტიანული შეკრებაა და მას არავინ არ უნდა დაესწროს" (31). 

მაღალი რანგის პოლიტიკური პირები

ანგარიშში მოყვანილია შემდეგი მაღალი რანგის პოლიტიკოსების არატოლერანტული კომენტარები: 

  • სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას!” განცხადების საფუძველზე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ქსენოფობიური კონოტაციის შემცველი გამოხატვა ირანის, ერაყის და ეგვიპტის მოქალაქეებზე. ანგარიშში ასევე მოცემულია იუსტიციის მინისტრის განმარტება მისი სიტყვების არასწორი ინტერპრეტაციის თაობაზე და იუსტიციის სამინისტროს განცხადება მის შეფასებებზე ირანის საელჩოს რეაგირენასთან დაკავშირებით (26).
  • შავკანიანთა წინააღმდეგ მიმართული რასიზმისა და ქსენოფობიის კუთხით, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის თამაზ ავდალიანის (ქართული ოცნება) განცხადება, რომ აფრიკელებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისათვის განსხვავებული კრიტერიუმები უნდა არსებობდეს, „რადგან ჩვენ ვვითარდებით და ნამდვილად არ გვჭირდება დამატებითი მუქთამჭამელები" (26). 
  • დავით დარახველიძის („ქართული ოცნება" - შემდგომში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი) რასისტული შინაარსის განცხადება: „ყველა ზანგი,რომელსაც თბილისში შეხვდებით,მოქალაქეა.ასე არიან ინდოელები და ჩინელებიც", „საქართველო ქართველებისთვის უნდა იყოს". ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოების პროტესტისა, იგი შემდგომში მაინც დაინიშნა მინისტრად (26).
  • 2012 წლის24 აპრილს, როცა მიდიოდა დისკუსია სომეხთა გენოციდის დღის აღნიშვნაზე, პარლამენტის წევრმა [იგულისხმება აზერ სულეიმანოვი], მაშინდელი მმართველი პარტიის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა საპარლამენტო დებატებისას სომეხთა შესახებ რასისტული შინაარსის განცხადებები გააკეთა (27).
  • 2011 წელს კონფლიქტთა მოგვარების საკითხებში ყოფილი მინისტრი გოგა ხაინდრავა ნეგატიურად მოიხსენიებდა პარლამენტის წამყვანი წევრების ეთნიკურ წარმოშობას, გაზეთ„ასავალ-დასავალში"გამოქვეყნებული სტატიაში, სადაც მთავრობა სახელდებოდა „სომეხთა ლობისტად". თავად ეს გაზეთი ცნობილია პროვოკაციული რიტორიკით (27).
  • 2010 წლის ივლისში ფინანსთა მინისტრთან საუბრისას მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რასისტული კომენტარი გააკეთა შავკანიან ადამიანებთან მიმართებით: „ჩვენ ზანგები ვართ თუ რა?აბა,ამიხსენით,რატომ ვიქცევით ასე ველურებივით?" მანამდე, ერთი წლით ადრე, მან ასეთი რიტორიკული კითხვა დასვა: ჩვენ პაპუასები ვართ,თუ რა?რატომ ვიქცევით ასე?" (28). 

 

ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილის ენა

ანგარიშში ცალკეარის გამოყოფილიჰომო/ტრანსფობიური სიძულვილის ენა: 

  • "მედიის განვითარების ფონდის მონიტორინგის პროექტმა 2014 წელს შემთხვევათა ყველაზე დიდი რიცხვი აღნუსხა ლგბტ-ს წინააღმდეგ სიძულვილის ენის სფეროში - 41 ინციდენტი სამი თვის განმავლობაში. ყველაზე დიდი პოლიტიკური ფიგურა სიძულვილის ენის თვალსაზრისით მაშინდელი მინისტრი დავით დარახველიძე იყო, ვისი თქმითაც, „ჰომოსექსუალები ავადმყოფები არიან". შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, ჰომოსექსუალიზმსა და ტრანსექსუალიზმს გადამდებ დაავადებად წარმოაჩენდა. სექსუალური ორიენტაციის ჩართვის გამო ჟურნალმა „ასავალ-დასავალმა" ანტიდისკრიმინაციულ კანონს „პედერასტების კანონი" უწოდა” (36), - აღნიშნულია განცხადებაში. 

 

სიძულვილის ენის პრობლემასთან დაკავშირებით, ECRI მონიტორინგის ქმედითი მექანიზმის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც პერმანენტული ხასიათის იქნება. 

"სიძულვილის ენა ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა მიმართ, ასევე ლგბტ პირებისწინააღმდეგ, კვლავ ფართოდ გავრცელებული პრობლემაა საქართველოში” (25),აღნიშნულიაანგარიშში. 

რეკომენდაცია:

ECRI რეკომენდაციას უწევს საქართველოს ხელისუფლებას, შექმნას რასისტული შინაარსისა და ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილის ენის მონიტორინგის ქმედითი სისტემა. ამის საფუძვლად გამოდგება სახალხო დამცველისა და შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციათა ექსპერტული ცოდნა (24). 

ECRI-ის სრული ანგარიში ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://www.coe.int/t/dghl/monitoring/ecri/Country-by-country/Georgia/GEO-CbC-V-2016-002-GEO.pdf

ინგლისური ვერსია: http://www.coe.int/t/dghl/monitoring/ecri/Country-by-country/Georgia/GEO-CbC-V-2016-002-ENG.pdf

უკან