ქცევის კოდექსი
მოგმართავთ თხოვნით, კომისიამ შეისწავლოს რუსთავი 2-ის ეთერში 11 მაისს გასული ვიდეო რგოლის შესაბამისობა საარჩევნო კანონმდებლობასთან, რომელიც "განათლების საერთაშორისო ცენტრის" მიერ დაგეგმილ და მთავრობის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროექტებს შეეხება და ჩვენი ორგანიზაციის აზრით, პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს შეიცავს.
კერძოდ, ვიდეო რგოლი მხოლოდ სახელმწიფო რესურსებით განსახორცილელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციით არ იფარგლება და "განათლების საერთაშორისო ცენტრის" შექმნას უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან ანუ იმ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირთან აკავშირებს, რომელიც, როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი, აქტიურად არის ჩართული წინაასარჩევნო კამპანიაში და თავად ახდენს რეგიონებში "ქართული ოცნების" კანდიდატთა ნომინირებას.
წინასაარჩევნო პერიოდში სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ გაწეული მომსახურების საარჩევნო აგიტაციისგან მკაფიოდ გამიჯვნა უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა არ მოხდეს მთავრობის მიერ დაფინანსებული სახელმწიფო პროგრამების საარჩევნო აგიტაციად აღქმა და გამოირიცხოს ადმინისტრაციული რესურსის პარტიული მიზნებისთვის გამოყენება.
მნიშვნელოვანია, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისათვის უწყებათაშორისმა კომისიამ დაიცვას ის სტანდარტი, რომელიც ამ ინსტიტუტმა 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე დაადგინა, როცა წინაასარჩევნო პერიოდში შეზღუდა ეთერში ისეთი ვიდეო რგოლების განთავსება, რომლებიც მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად და საარჩევნო რეკლამად აღქმის საფუძველს იძლეოდა.