დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
SLIWP
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 27 მაი 2016

MDF-მა მთავრობის ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედი გეგმის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა

27 მაისს, მედიის განვითარების ფონდმა კვლევის „საქართველოს მთავრობის ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შეფასება" პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის ACCESS-ის პროექტის ხელმძღვანელმა თამარ ქაროსანიძემ წარმოთქვა.

მთავარი მიგნებები და რეკომენდაციები მედიის განვითარების ფონდის (MDF) გამგეობის თავმჯდომარემ თამარ კინწურაშვილმა და ფონდის მკვლევარებმა დალი ქურდაძემ და ზურაბ წურწუმიამ წარმოადგინეს.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ თავისი გამოსვლისას ყურადღება ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ეფექტიანი კომუნიკაციის განხორციელებაში სახელმწიფო ინსტიტუტების როლზე გაამახვილა. უსაფრთხოების გამოწვევები და სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხები კი საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარემ დავით სიხარულიძემ მიმოიხილა.

კვლევის მიგნებების თანახმად, ევროინტეგრაციის საკითხების კომუნიკაციის სტრატეგია მეტად არის ფოკუსირებული ინტეგრაციის სარგებელზე, ვიდრე იმ ღირებულებებზე, რომელთაც ევროკავშირი ეფუძნება. ამასთანავე იმპლიმენტაციის პროცესში იკვეთება კოორდინაციის, ასევე სამოქმედო გეგმის მიზნებისა და ამოცანების მიხედვით დაგეგმვის პრობლემა. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მედია მონიტორინგის შედეგების თანახმად, ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლეთა მხრიდან გზავნილების არათანმიმდევრულობა და ხელისუფლების გაცხადებულ ხედვასთან მათი შეუსაბამობა იყო დასახელებული.

კვლევას თან ერთვის ის მთავარი მითები და დეზინფორმაციული გზავნილები, რომლებიც ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას ისახავს მიზნად, ასევე რეალური ფაქტები და ინფორმაცია, რომელიც პროექტის "მითების მსხვრევა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირება” ფარგლებში მომზადდა.

კვლევა მედიის განვითარების ფონდმა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში განახორციელა.
უკან