დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
RVZQE
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 19 ივლ 2016

MDF ფინანსთა სამინისტროს ვიდეო რგოლის წინასაარჩევნოდ ტელევიზიებში განთავსების კანონიერების შესწავლას ითხოვს

მედიის განვითარების ფონდი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას 2016 წლის 16-17 ივლისს ტელეკომპანიების რუსთავი 2-ის, იმედისა და მაესტროს ეთერში განთავსებული ვიდეო რგოლის საარჩევნო და მაუწყებლობის შესახებ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესწავლის თხოვნით მიმართავს.

სადავო ვიდეო რგოლს, რომელიც ტელევიზიებში ფინანსთა სამინისტროს მიერ განთავსდა, მინიჭებული აქვს სოციალური რეკლამის სტატუსი. მედიის განვითარების ფონდის აზრით, ვიდეო რგოლი, რომელიც ქვეყნის სწრაფი განვითარებისაკენ მიმართული ეკონომიკური რეფორმის ოთხ პუნქტიან მთავრობის გეგმას შეეხება, პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს შეიცავს და მმართველი გუნდის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს ატარებს. სახელდობრ, რგოლი შეიცავს საქართველოს მთავრობის მიერ უკვე განხორციელებული ეკონომიკური და საგადასახადო რეფორმების შესახებ დებულებებს, რაც მთავრობის ქმედებების პოპულარიზაციას ახდენს და რეალურად პოლიტიკური რეკლამის სახეს ატარებს.

ვიდეო რგოლი ეწინააღმდეგება სოციალური რეკლამის დეფინიციას, რომელიც მაუწყებელთა კანონშია მოცემული, რადგან ახდენს მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის რეკლამირებას, რაც იმპერატიულად გამორიცხულია სოციალური რეკლამის კანონისეულ განმარტებაში. კერძოდ:

"ჰ)სოციალური რეკლამასაზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავსსახელმწიფო ანადგილობრივი თვითმმართველობისორგანოს, კერძოან საჯაროსამართლის იურიდიულიპირის მიერგაწეული მომსახურებისრეკლამას.”

იმისათვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მოხდეს სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ გაწეული მომსახურების საარჩევნო აგიტაციისგან მკაფიოდ გამიჯვნა და გამოირიცხოს ადმინისტრაციული რესურსის პარტიული მიზნებისთვის გამოყენება, მედიის განვითარების ფონდის აზრით, მნიშვნელოვანია:

 

·      უწყებათაშორისმა კომისიამ შეიმუშაოს რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისა და სხვა საჯარო უწყებებისადმი, რაც წინასაარჩევნო პერიოდში მედიაში ისეთი შინაარსის რეკლამის განთავსებას შეზღუდავს, რომელიც მოქალაქეებისათვის გარკვეული სერვისების მიწოდების ნაცვლად, ხელისუფლების საქმიანობის პოპულარიზაციას ახდენს და პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს ატარებს;

·      ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეისწავლოს, წარმოადგენს თუ არა აღნიშნული ვიდეო რგოლის წინასაარჩევნოდ ეთერში განთავსება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და მიიღოს შესაბამისი ზომები;

·      კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ შეისწავლოს, რამდენად წარმოადგენს აღნიშნული ვიდეო რგოლი სოციალურ რეკლამას.

 

ამასთანავე, ორგანიზაციის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის  ის სტანდარტი, რომელიც ამ ინსტიტუტმა 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე დაადგინა, როცა წინაასარჩევნო პერიოდში შეზღუდა ეთერში ისეთი ვიდეო რგოლების განთავსება, რომლებიც მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად და საარჩევნო რეკლამად აღქმის საფუძველს იძლეოდა.




უკან