დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
YNYPO
გაგზავნა

სიახლეები

თარიღი: 14 ივნ 2016

მედიის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის საკითხებზე კვლევის შედეგების პრეზენტაცია

14 ივნისს, სასტუმროში "თბილისი მარიოტი”  არასამთავრობო ორგანიზაციებმა - "მედიის განვითარების ფონდმა",  "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის საკითხებზე ჩატარებული კვლევების ანგარიშები წარადგინეს. 

ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეაფასეს სარეკლამო ბაზარზე არსებულ ვითარება, ისაუბრეს სატელევიზიო რეიტინგების მზომავი კომპანიების აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებზე და წარმოადგინეს მონაცემები რეკლამის და ინფორმაციის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო რესურსების განაწილების პრაქტიკაზე. 

მედიის განვითარების ფონდის  მკვლევარებმა გელა ბოჩიკაშვილმა და მარიამ ლორთქიფანიძემ კონფერენციაზე ახალი კვლევის "რეკლამის და ინფორმაციის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო რესურსების განაწილების პრაქტიკა” შედეგები წარადგინეს. 

პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

კვლევები ჩატარდა EWMI ACCESS-ის ფინანსური მხარდაჭერით. 

უკან