დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
USBUQ
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 11 აგვ 2016

MDF-ი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის რელიგიის თავისუფლების 2015 წლის ანგარიშში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიის თავისუფლების 2015 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოში რელიგიური უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობას ეხება. ანგარიშში მოხვდა მედიის განვითარების ფონდის კვლევაც, რომელიც რელიგიური უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენის  ფაქტებს ეხება.


"2015 წლის მონიტორინგის ანგარიშში, რომელიც  2014 წლის თებერვლიდან 2015 წლის თებერვლამდე პერიოდს მოიცავს, არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიის განვითარების ფონდმა" რელიგიურად მოტივირებული დისკრიმინაციული განცხადებების მინიმუმ 77 შემთხვევა შეაგროვა. მათგან 26 განცხადება იეჰოვას მოწმეების მიმართ გაკეთდა, ხოლო 37 იყო "ისლამოფობიური" და "თურქოფობიური" განცხადებები, რომლებიც ახალი მეჩეთების მშენებლობის კონტექსტში გაკეთდა. მათგან 7 შეეხებოდა სომეხთა სამიციქული ეკლესიის მოთხოვნას, დაებრუნებინა სადავო ეკლესიები, ხოლო 7 განცხადება საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიმართ გაკეთდა. ბასილ მკალავლიშვილმა, ყოფილმა სასულიერო პირმა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განკვეთა, მედიაში რამდენიმე განცხადება გააკეთა, რომელშიც იეჰოვას მოწმეებს ძალადობრივი და სატანისტური სექტა უწოდა. მედიის განვითარების ფონდის ანგარიშში მოყვანილია დისკრიმინაციული ენის კიდევ რამდენიმე ასეული მაგალითი," - ნათქვამია რელიგიის თავისუფლების ანგარიშში.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების ანგარიშს ყოველწლიურად აქვეყნებს. ანგარიში მზადდება სხვადასხვა ქვეყნის ანგარიშის და სახელმწიფო მოხელეებთან, რელიგიურ ლიდერებთან, საერთაშორისო თუ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების მიხედვით.

უკან