დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
RRRIX
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 02 სექ 2016

“პალიტრა ნიუსის” თვითრეგულირების სააპელაციო ინსტანციამ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი დააკმაყოფილა

ტელეკომპანია „პალიტრა ნიუსის" თვითრეგულირების სააპელაციო კომისიამ მედიის განვითარების ფონდის (MDF), კავშირ "საფარის", „იდენტობის", „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა" (GDI) და „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" (TDI) სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა. 

სააპელაციო კომისიამ მიიჩნია, რომ 2016 წლის 28 თებერვალს მაუწყებლის ეთერში გასულ თოქ-შოუში "ფალავანდიშვილთან - საგანი "მე და საზოგადოება” დაირღვა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიუკერძოებლობის პრინციპი. ასევე მე-17 (1,2) და 33-ე მუხლები, რადგან გადაცემაში არ იყო წარმოდგენილი მონაწილეთა ფართო სპექტრი და ადგილი ჰქონდა სიძულვილის ენასა და დისკრიმინაციას. 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა „პალიტრა ნიუსის" სააპელაციო კომისიას დაახლოებით 4 თვის წინ, 2016 წლის 7 აპრილს მიმართეს. აღნიშნული საჩივარი ტელეკომპანიამ ვადებისა და პროცედურების დარღვევით განიხილა. სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება კი, რომელიც დათარიღებული არ არის, აპელანტი ორგანიზაციებისთვის 1 სექტემბერს გახდა ცნობილი.

"პალიტრა ნიუსის” მიერ პროცედურების დარღვევის საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ MDF-ის საჩივრის საფუძველზე 1 სექტემბერს იმსჯელა. საქმის განხილვა, რომელიც თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიან ფუნქციონირებას შეეხება, 8 სექტემბერს განახლდება. კომისიამ უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა პირველმა ინსტანციამ „მაუწყებლობის შესახებ" კანონის მოთხოვნა თვითრეგულირების ფორმატში საჩივრების გამჭვირვალედ და მხარეების მონაწილეობით განხილვის შესახებ, როცა გადაწყვეტილება მოდავე არასამთავრობო ორგანიზაციების პროცესში ჩართულობის გარეშე განიხილა, ასევე დაირღვა თუ არა კანონმდებლობით დადგენილი ვადები. 

უკან