დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
WXVBJ
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 05 სექ 2016

კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის დაფუძნდა

20-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის დააფუძნა. პრეზენტაცია სასტუმრო „თბილისი მარიოტში" სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამართეს. კოალიციის მიზანი თავისუფალი, დამოუკიდებელი, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრულ პატივისცემაზე დაფუძნებული, ეფექტიანი დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოს მშენებლობაა. წევრი ორგანიზაციები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ერთმანეთთან საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის მხარდასაჭერად. მათ ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ნაწილის კონსოლიდაცია ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის. კოალიცია ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტების განხორციელებას გეგმავს. დამფუძნებლებმა ერთობლივ დეკლარაციასაც მოაწერეს ხელი.  პრეზენტაციას სამთავრობო უწყებების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კოალიციის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის განვითარების მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს, რადგან ეს საქართველოს არამარტო უსაფრთხოების არამედ ეკონომიკური განვითარების და კეთილდღეობის უზრუნველყოფის გარანტია.

კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის დამფუძნებლები:
  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო - Transparency International Georgia
  2. სამოქალაქო განვითარების სააგენტო - Civil Development Agency
  3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - International Society for Fair Elections and Democracy
  4. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - Georgian Young Lawyers’ Association
  5. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო - Open Society Georgia Foundation
  6. საქართველოს ატლანტიკური საბჭო - Atlantic Council of Georgia
  7. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია - Georgian Farmers Association
  8. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი  - Institute for Development of Freedom of Information
  9. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - The Economic Policy Research Center
  10. მწვანე ალტერნატივა - Green Alternative
  11. საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი - Georgian Center for Security and Development
  12. მედიის განვითარების ფონდი - Media Development Foundation
  13. საქართველოს გაეროს ასოციაცია - UN Association of Georgia
  14. საზოგადოება და ბანკები  - Society and Banks
  15. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი - Georgian Foundation for Strategic and International Studies
  16. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - Georgian Democracy Initiative
  17. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი - Georgian Institute of Politics
  18. სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი - Regional Centre for Strategic Studies
  19. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი - In Depth Reporting and Advocacy Center
  20. ხმა საქართველოდან - Voice from Georgia
უკან