ქცევის კოდექსი
8 სექტემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა მედიის განვითარების
ფონდის საჩივარი „პალიტრა ნიუსის" წინააღმდეგ. კომისიამ მიიჩნია, რომ
არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრის განხილვისას მაუწყებელმა დაარღვია
„მაუწყებლობის შესახებ" კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით" დადგენილი
ვალდბეულები - მხარეები არ მიიწვია საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე, სააპელაციო
საჩივრის განხილვის ეტაპზე არ აცნობა, რომ გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო იყო
30 დღეზე მეტი და სააპელაციო კომისიამ არ იმსჯელა საჩივარში დასახელებულ ყველა
გარემოებაზე.
"პალიტრა ნიუსის” მიერ პროცედურების დარღვევის საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ MDF-ის საჩივრის საფუძველზე მსჯელობა 1 სექტემბერს დაიწყო.
ტელეკომპანის
თვითრეგულირების მექანიზმის სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება მედიის
განვითარების ფონდის (MDF), კავშირ "საფარის", „იდენტობის",
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა" (GDI) და „ტოლერანტობისა და
მრავალფეროვნების ინსტიტუტის" (TDI) საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ 1
სექტემბერსვე, საჩივრის შეტანიდან 4 თვის შემდეგ გახდა
ცნობილი.
სააპელაციო კომისიამ მიიჩნია, რომ 2016 წლის 28 თებერვალს მაუწყებლის ეთერში გასულ თოქ-შოუში "ფალავანდიშვილთან - საგანი "მე და საზოგადოება” დაირღვა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიუკერძოებლობის პრინციპი. ასევე მე-17 (1,2) და 33-ე მუხლები, რადგან გადაცემაში არ იყო წარმოდგენილი მონაწილეთა ფართო სპექტრი და ადგილი ჰქონდა სიძულვილის ენასა და დისკრიმინაციას.