ქცევის კოდექსი
15-16 ოქტომბერს მედიის განვითრების ფონდმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი - "ელექტრონული სერვისებისა და ახალი მედიის შესაძლებლობები-საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარებისთვის” გამართა.
2 დღის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეებს საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ელექტრონული ბაზების გამოყენებასა და მონაცემთა ვიზუალიზაციის შესაძლებლობებში ინტენსიური პრაქტიკული კურსი ჩაუტარდათ. მოწვეულმა სპიკერებმა კი სტუდია "მონიტორის" ხელმძღვანელმა ნინო ზურიაშვილმა და გადაცემა "ბიზნეს კურიერის" ავტორმა აკაკი გოგიჩაიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებს ჟურნალისტური გამოძიების ეტაპების, თემების მოძიებისა და კვლევების შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
ტრენინგში მონაწილეობას ტვ მე-9 არხის (ახალციხე), რადიო "ათინათის” (ზუგდიდი), ტვ "თრიალეთის”(გორი), გაზეთი "სვანეთის” (სვანეთი), ტვ 25-ის (ბათუმი), საზოგადოებრივი მაუწყებელის აჭარის ტელევიზიის (ბათუმი), მედიასახლი "პოსკრიპტუმის” (ქუთაისი), Pankisi.ge-ს (პანკისი) და Factcheck.ge-ს (გორი) მედიასაშუალებების წარმომადგენლები იღებდნენ.
პროექტი, რომლის მიზანია, რეგიონულ მედიაში საგამოძიებო ჟურნალისტიკის ხელშეწყობა, სამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.