დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
XTIGM
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 01 ივნ 2017

MDF vs. გაზეთი „რეზონანსი“

2017 წლის 17 მაისს, გაზეთ „რეზონანსის" ბეჭდურ გამოცემასა და ონლაინ პლატფორმაზე გამოქვეყნდა სტატია „ქართულ მიწებს არაბები, ინდოელები ირანელები და თურქები ინაწილებენ". აღნიშნულ პუბლიკაციასთან დაკავშირებით 29 მაისს მედიის განვითარების ფონდმა (MDF) საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას საჩივრით მიმართა და გაზეთ "რეზონანსის” მიერ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (წყაროების სიზუსტე) და მე-7 (დისკრიმინაცია) პრინციპების დარღვევის შესწავლა მოითხოვა. 

MDF-ის აზრით, გაზეთ "რეზონანსის” სტატიის „ქართულ მიწებს არაბები, ინდოელები ირანელები და თურქები ინაწილებენ" შინაარსი ქსენოფობიური ხასიათისაა და დისკრიმინაციის წახალისების საფრთხის მატარებელია. კერძოდ, ჟურნალისტი უცხოელებზე მიწების გასხვისებას საფრთხის კონტექსტში განიხილავს და თან ამას გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის ("გავრცელებული ინფორმაციით”) საფუძველზე აკეთებს. კერძოდ, ჟურნალისტი აცხადებს: „გავრცელებული ინფორმაციით, მცხეთაში შესაძლოა 3-4 ახალი სოფელი გაშენდეს, რომლებიც უცხოელი მოქალაქეებით იქნება დასახლებული. ეს არ არის გამონაკლისი. მსგავსი საფრთხე დიდია სამეგრელოში, გურიასა და კახეთის რამდენიმე სოფელში, სადაც ქართულ მიწებს ინდოელები, ირანელები, ბურები, თურქი და ჩინელი მოქალაქეები ეუფლებიან." 

ქსენოფობიურია ასევე სტატიის სათაური, რომელიც არაბებს, ინდოელებს, ირანელებსა და თურქებს ქართული მიწის მიმთვისებლებად წარმოაჩენს ("ქართულ მიწებს არაბები, ინდოელები, ირანელები და თურქები ინაწილებენ”).

მასალაში მგძნობიარე თემის გაშუქებისას ადგილი აქვს არასათანადო წყაროების გამოყენებასა და ფაქტობრივ უზუსტობას, რაც პირველწყაროზე (IPN) გამოქვეყნებული გარდაბნის გამგებლის გოჩა ჯამარაულის ციტატის შინაარსისა და კონტექსტის შეცვლაში გამოიხატება. კერძოდ სოფელ კუმისში მოსახლეობის პროტესტის გაშუქებისას,  "რეზონანსი”  IPN-ზე დაყრდნობით გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის გოჩა ჯამარაულის განცხადებას  ავრცელებს, რომელიც ორიგინალისგან განსხვავებით არაზუსტია. კერძოდ, რეზონანსის ვერსიაში წერია: „ეს მიწები 2008 წელს იყიდეს ერთმა ქართველმა და ერთმა არაბმა ბიზნესმენმა, რომელიც ასევე არის საქართველოს მოქალაქე. შემდეგ გაასხვისეს. ყიდვაც სწორად შედგა და გაყიდვის პროცესიც არაკანონიერი  იყო..." (რეზონანსი 18.05.2017). რეზონანსის მიერ პირველწყაროდ მითითებულ სააგენტო IPN-ზე კი მუნიციპალიტეტის გამგებელი კი სრულიად განსხვავებული შინაარსის განცახდებას აკეთებს: „ეს მიწები 2008 წელს იყიდეს ერთმა ქართველმა და ერთმა არაბმა ბიზნესმენმა, რომელიც ასევე არის საქართველოს მოქალაქე. შემდეგ გაასხვისეს. ყიდვაც სწორად შედგა და გაყიდვის პროცესიც კანონიერი  იყო.." . (IPN 15.05.2017) 

რეზონანსის ბეჭდურ და ონლაინ გამოცემაში გოჩა ჯამარაულის ციტატაში სიტყვა „კანონიერი" შეცვლილია „არაკანონიერით",  რაც არსობრივად ცვლის განცხადების შინაარს და წინააღმდეგობაშია ქარტიის პირველ და მე - 3 პრინციპებთან.

უკან