დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
ZKBBG
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 06 სექ 2017

MDF vs საინფორმაციო სააგენტო PIA

18 აგვისტოს, საინფორმაციო სააგენტო PIA-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „საქართველოს ირანიზაცია ემუქრება? - საგანგაშო სტატისტიკა". 5 სექტემბერს მედიის განვითარების ფონდმა (MDF) საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას საჩივრით მიმართა საინფორმაციო სააგენტო PIA-ს მიერ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მესამე (წყაროების სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპების დარღვევის შესწავლა მოითხოვა.

მედიის განვითარების ფონდის აზრით, საინფორმაციო სააგენტო PIA-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ქსენოფობიური ხასიათისაა და დისკრიმინაციის წახალისების საფრთხის მატარებელია. სტატიაში ჟურნალისტი საფრთხის კონტექსტში განიხილავს იმ ფაქტს, რომ ირანის მოქალაქეებს საქართველოში ვიზის გარეშე შეუძლიათ შემოსვლა და სურვილის შემთხვევაში აქვთ საშუალება ბინადრობის უფლება მიიღონ.

ქსენოფობიურია სტატიის სათაურიც, „საქართველოს ირანიზაცია ემუქრება? - საგანგაშო სტატისტიკა". ჟურნალისტს სათაურში მოყვანილი „საგანგაშო სტატისტიკის" არსებობის გასამყარებლად საქართველოში 2017 წელს შემოსული ირანელი ტურისტების რაოდენობა (44 772) მოჰყავს, რაც საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე ირანის მოქალაქეთა რაოდენობას არ ასახავს, შესაბამისად მიგვაჩნია, რომ სათაურში „ირანიზაციის საფრთხისა" და და ტექსტში არარელევანტური მონაცემის გამოყენება საზოგადოებაში ქსენოფობიური განწყობების გაღვივებასა და საფრთხის კონტექსტის შექმნას ემსახურება.

ჟურნალისტის მიერ ირანის მოქალაქეთა საფრთხის კონტექსტში განხილვა წინააღმდეგობაშია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე - 7 მუხლთან და დისკრიმინაციის წახალისების საფრთხეს შეიცავს.

თემის გაშუქებისას ადგილი აქვს არასათანადო წყაროების გამოყენებასაც. ჟურნალისტი რამდენიმე დღით ადრე ანონიმური წყაროს გამოყენებით, მისივე ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდნობით, დაუსაბუთებლად ამტკიცებს, რომ უცხოელები კანონის გვერდით ავლით საბუთების გაყალბების შედეგად იღებენ საქართველოში ბინადრობის უფლებას.

აღნიშნული არგუმენტის სტატიაში მოყვანა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ არაკანონიერ საქმიანობაში და თაღლითური გზით საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვებაში სწორედ ირანელები არიან ჩართული, რაც წინააღმდეგობაშია ქარტიის მე -3 და მე -7 მუხლებთან.

უკან