დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
BRSCU
გაგზავნა

სიახლეები

თარიღი: 02 ნოე 2017

“არა ფობიას” წევრი ორგანიზაციების საჩივარი ტელეკომპანია “მაესტროს” წინააღმდეგ

2 ნოემბერს სამოქალაქო პლატფომა "არა ფობიას” წევრმა ორგანიზაციებმა - მედიის განვითარების ფონდი, თანასწორობის მოძრაობა, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი- ტელეკომპანია "მაესტროს” თვითრეგულირების ორგანოს საჩივრით მიმართა. საჩივრის საფუძველი "მაესტროს” 27 ოქტომბრის საინფორმაციო გამოშვების წამყვანის მაგდა ანიკაშვილის ჰომოფობიის წამახალისებელი კომენტარები გახდა, რომელიც მან ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტ ნიკა ჯღარკავასთან ინტერვიუს დროს შეკითხვების დასმისას გააკეთა.

ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ინტერვიუს მიმდინარეობისას, საინფორმაციო გამოშვების წამყვანის მხრიდან, არაერთხელ დაფიქსირდა მცდელობა, ქართველი ფეხბურთელის გურამ კაშიას მიერ LGBT თემის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის ფაქტი ნეგატიურ კონტექსტში წარმოეჩინა, რითაც ტელეკომპანია "მაესტრომ” მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 31-ე და 32-ე მუხლები დაარღვია. აღნიშნული მუხლები მრავალფეროვნების, თანასწორობისა და შემწყნარებლობის პრინციპებსა და წესებს განსაზღვრავენ.

სარჩელის ავტორთა აზრით, მედიის წარმომადგენლის მხრიდან საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მიმართ სპორტსმენის სამოქალაქო სოლიდარობის აქტის განხილვა გულშემატკივრისთვის "საკუთარი აზრის თავს მოხვევა”-დ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და იმ პროპაგანდისტული ნარატივის შემადგენელია, რომლის თანახმად, ლგბტ თემის წარმომადგენლებისა და აქტივისტების მიერ თემის ღიად მხარდაჭერა პროპაგანდად და საფრთხედ არის შეფასებული.

პლატფორმის წევრი ორგანიზაციები ტელეკომპანია "მაესტროს” თვითრეგულირების ორგანოს აღნიშნული საკითხის შესწავლას და გადაცემის წამყვანის მაგდა ანიკაშვილის მხრიდან მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 31-ე და 32-ე მუხლების დარღვევაზე მსჯელობას სთხოვენ.


იხ. სარჩელის სრული ვერსია
უკან