ეთნიკური მრავალფეროვნება: ლანა კოკაია, „ქუთაისი პოსტი"; გიორგი ალადაშვილი, რადიო „ჰერეთი".
რელიგიური მრავალფეროვნება: ხატია ღოღობერიძე, „ტაბულა".
მიგრანტები: დიმიტრი სანაია, „On.ge".
გენდერული მრავალფეროვნება და თანასწორობა: ნათია ამირანაშვილი, სოფო აფციაური - „ლიბერალი"; მედეა გოგსაძე, accent.com.ge
თანასწორობა: თამთა ნაჭყებია, „ტაბულა".
„ლინგვისტური მრავალფეროვნების" ნომინაციაში გამარჯვებული წელს არ გამოვლენილა.
გამარჯვებული კონკურსანტები უახლოეს 3 თვეში მოამზადებენ მასალებს, რომლებიც მედია საშუალებებით და მედიის განვითარების ფონდის facebook გვერდის მეშვეობით გავრცელდება.
კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს მედიაში მრავალფეროვნების საკითხების ინკლუზიურ გაშუქებას.