
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დააკმაყოფილა MDF- ის, საფარსა და თამთა თოდაძის საჩივარი plus.kvira.ge-ს და PIA.ge-ს წინააღმდეგ. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გადაწყვეტილებით აღნიშნულმა მედია საშუალებებმა თამთა თოდაძის საქმის გაშუქებისას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-10 პრინციპის დააღვიეს, რაც გულისხმობს ჟურნალისტების მიერ ადამიანის პირად ცხოვრებაში შეჭრას, განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის არარსებობის პირობებში. საქმე ეხებოდა plus.kvira.ge-ს და PIA.ge-ს მიერ თამთა თოდაძის დედის შესახებ მომზადებულ მასალას მისი შესაძლო ნასამართლეობის შესახებ.
განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ kvira.plus.ge -სა და pia.ge-ზე თამთა თოდაძის დედის ნასამართლეობის შესახებ მასალა მისი დისკრედიტაციის მიზნით გავრცელდა და ამით დაირღვა ქარტიის მეათე პრინციპი - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა