დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
SYINE
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 19 დეკ 2019

MDF ობიექტივს რუსულ ენაზე მაუწყებლობის გამო უჩივის






19 დეკემბერს "მედიის განვითარების ფონდმა” საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიას საჩივრით მიმართა.  საჩივრის საფუძველი მედიაკავშირ "ობიექტივის” ეთერში გადაცემა "ღამის სტუდია - ყველას გასაგონად” რუსულ ენაზე ტრანსლირებაა.  

გადაცემას, რომელიც ეთერში ყოველ ორ კვირაში ერთხელ გადის, ვალერი კვარაცხელია მოწვეულ სტუმრებთან ერთად რუსულ ენაზე უძღვება. რუსულად საუბრობენ "ობიექტივის” კიდევ ერთ გადაცემაში სახელწოდებით "Неделя”, რომელსაც ვასილ კაპანაძე უძღვება. 

მედია კავშირი ობიექტივი წარმოადგენს საერთო ეროვნულ ტელემაუწყებელ კომპანიას და მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად ვალდებულია ბადეში პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ენაზე განათავსოს. ტელეკომპანიის  გადაწყვეტილება გადაცემათა ნაწილის ტრანსლირება მოახდინოს რუსულ ენაზე წინააღმდეგობაშია მაუწყებლობის შესახებ კანონის 381 მუხლთან. 

მედიის განვითარების ფონდმა საქართველოს ეროვნულ კომუნიკაციების კომისიას აღნიშნული საკითხის გახილვა მოსთხოვა. 
უკან