დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
ZXJTL
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 22 ოქტ 2020

ჰაკათონის თვე - თემატური ტრენინგები და ვორქშოფები Facebook-ისა და Bellingcat-ისგან

2020 წლის ოქტომბრის თვე დატვირთული იყო თემატური ტრენინგებითა და ვორქშოფებით მედიის განვითარბეის ფონდის (MDF) პარტნიორებისგან Bellingcat-დან და Facebook-დან, რომლებიც MDF-ის პირველი გლობალური ჰაკათონის ფარგლებში ჩატარდა. 

8 ოქტომბერს გამართულ ვორქშოფზე Bellingcat-ის მკვლევარმა და ტრენერმა ნარინე ხაჩატრიანმა ჟურნალისტებს, ფაქტჩექერებსა და მედიაწიგნიერებით დაინტერესებულ მონაწილეებს ღია წყაროებზე დაყრდნობით კვლევის მეთოდები და ციფრული მასალების ვერიფიკაციის ხერხები გააცნო. 


21 ოქტომბერს კი MDF-მა Facebook-თან პარტნიორობით ჟურნალისტებისა და ფაქტჩექერებისთვის წინასაარჩევნო ვებინარს უმასპინძლა, სადაც Facebook-ის Third Party Fact-Checking პროგრამის ხელმძღვანელი სოფი აიარსი ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს არჩევნებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების თემაზე ესაუბრა. 


2020 წლის 22-23 ოქტომბერს ყალბი ამბების წინააღმდეგ გამართულ გლობალურ ჰაკათონზე - Hacking the Fake News - მედიის განვითარების ფონდმა (MDF), ფორსეტთან ერთად, დეველოპერებს, გრაფიკულ დიზანიერებს, მედიაწიგნიერებითა და ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს მსოფლიოს 16 ქვეყნიდან უმასპინძლა. MDF-ის პირველი გლობალური ჰაკათონი Bellingcat-სა და Facebook Journalism Project-თან პარტნიორობით, Zinc Network-ის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. ჰაკათონის community პარტნიორი იყო Digital Communication Network. მედია პარტნიორიები - On.ge და Civil.ge.

უკან