დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
ZLXJG
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 24 ნოე 2021

EaP მედია ჰაბის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) და კონრად ადენაუერის სახელობის ფონდმა (KAS) აღმოსავლეთ პარტნიორობის ჟურნალისტთა ქსელის (EaP Media Hub) წევრებისთვის  გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტები გამოვლინეს. 

17 საკონკურსო განაცხადიდან  ჟიურიმ ოთხი პროექტი შეარჩია, რომლებიც ამერიკულ ლაბორატორიებს, ანტივაქსერულ მოძრაობებს, ყალბ კოვიდ-პასპორტებს და ახალი რეგიონული ფორმატის 3+3-ის ინიცირებას შეეხება. 5 ქვეყნის ჟურნალისტები, თანამშრომლობის შედეგად, 4 მედია პროდუქტს მოამზადებენ, რომლებიც 10 მედიასაშუალებაში გამოქვეყნდება. 

გამარჯვებული განაცხადებია:
  1. ამერიკის მიერ დაფინანსებული ლაბორატორიები საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში; 
პროექტის მიზანია აუდიტორიას გააცნოს, როგორ მუშაობს ამერიკის  შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული ლაბორატორიები საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში, საიდან და რა არხებით ვრცელდება დეზინფორმაციის ტალღა ლაბორატორიების საქმიანობაზე და რატომ არის ეს ლაბორატორიები რუსეთის სამიზნე

ავტორები: 
  • ანი ჰოვჰანისიანი,  სომხეთი, გამოცემა - hetq.am 
  • დიანა შანავა, საქართველო, ონლაინ გამოცემა Sova.news
  • კორნელ ჩიობანუ, მოლდოვა, Radio Chisinau

2. 3+3 ფორმატი    

პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი ფორმატი, სახელწოდებით "3+3", რომლის ინიცატორები და მხარდამჭერები თურქეთი და რუსეთი არიან, ბოლო დროს კავკასიის რეგიონში  აქტიურად განიხილება. პროექტის ავტორები შეისწავლიან ქართულ, აზერბაიჯანულ, თურქულ, ირანულ და უკრაინულ მედიას და გამოვლენილ ტენდენციებს რუსულ გამოცემების გზავნილებს შეადარებენ. 
 
ავტორები:
  • თენგო გოგოტიშვილი, საქართველო, მთავარი არხი
  • ბოგდან იაზეპჩუკი, უკრაინა, გამოცემა greenpost.ua
  • რაჰიმ რაჰიმოვი, აზერბაიჯანი 
3. ანტივაქსერული მოძრაობა საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში

პროექტის მიზანია, შეისწავლოს, რა ინტერესები დგას ანტივაქსერული მოძრაობების უკან საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში და ხომ არ არის დეზინფორმაციის კამპანია რუსული ჰიბრიდული ომის შემადგენელი. 

ავტორები:

4. ყალბი კოვიდ-პასპორტები საქართველოსა და სომხეთში

საქართველოშიც და სომხეთშიც ყალვო კოვიდ-პასპორტების გაცემის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. პროექტის მიზანია აჩვენოს, რამდენად საბედისწერო შეიძლება იყოს ყალბი კოვიდ-პასპორტის გაცემა როგორც გამცემისთვის, ასევე, მათთვის, ვისაც აცრას ყალბი დოკუმენტის შეძენა ურჩევნია. 

ავტორები:
  • ლანა კოკაია, საქართველო, გამოცემა On.ge
  • ნელლი ბაბაიან, სომხეთი, გამოცემა  Aravot.am
გამარჯვებული პროექტის ავტორები უახლოესი ერთი თვის განმავლობაში მოამზადებენ ერთობლივ მასალებს, რომლებიც მათივე მედიასაშუალებებითა და სოციალური ქსელის არხებით გავრცელდება.   

საგრანტო კონკურსი გამოცხადებული იყო მედიის განვითარების ფონდის (MDF) პროექტის „EaP Media Hub” ფარგლებში, რომელიც კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ინიციატივითა და  მხარდაჭერით ხორციელდება.  

პროექტის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჟურნალისტთა პროფესიული კავშირების გაღრმავება და რეგიონული თემატიკის პოპულარიზება. 
უკან