ქცევის კოდექსი
მედიის განვითარების ფონდმა პროექტის "ლიდერი ქალები პოლიტიკური მმართველობისთვის" ფარგლებში საქართველოს 5 სხვადასხვა ქალაქში - ახალციხე, მარნეული, გორი, ქუთაისი და ბათუმი - 9 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით ტრენინგების ციკლი გამართა.
სასწავლო პროგრამა ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობისა და სამოქალაქო ატივიზმისსაკითხებს შეეხებოდა. ტრენინგები მედიის განვითარების ფონდის ექსპერტმა ქეთი მსხილაძემ და მოწვეულმა ლექტორებმა - კავშირ "საფარის" წარმომადგენელმა ბაია პატარაიამ, ფილოსიფოსმა თათა ცოფურაშვილმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევის ცენტრის დირექტორმა გიორგი მელაძემ და კავშირ "საფარის" წარმომადგენელი ბაია პატარაიამ ჩაატარეს.
რენინგის ფარგლებში განხილული იყო ისეთი საკითხები როგორიცაა ქალთა პოლიტიკური ჩართულობის მნიშვნელობა და არსებული საკანონმდებლო მექანიზმები, სამოქალაქო აქტივიზმის პროცესში ახალი მედია პლატფორმის გამოყენების მეთოდები, ქალთა პოლიტიკური აქტივობის მხრივ არსებულ გამოწვევები და სხვა.
ტრენინგები საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და
სწავლების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.