ქცევის კოდექსი
მოძრავ გამოფენას "ქალები წარსულიდან - მაგალითი მომავლისთვის", რომელიც მედიის განვითარების ფონდმა მოაწყო, საქართველოს ხუთ ქალაქი - ახალციხე, მარნეული, გორი, ქუთაისი და ბათუმი 9 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლის მასპინძლობდა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ექსპონატები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი ქალების, ასევე სხვა ისტორიული პირების (მარიამ გარიყული, ეკატერინე გაბაშვილი, კატო მიქელაძე, ნინო ყიფიანი, ბარბარე ყიფიანი და სხვა) საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ.
ღონისძიება საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.