დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
HAMAZ
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 14 ივნ 2014

MDF მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს ჟურნალისტებს ნორმალური მუშაობის საშუალება მისცენ

მედიის განვითარების ფონდი შეშფოთებას გამოთქვამს 13 ივნისს ზუგდუდში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატისირაკლი გოგოხიას საარჩევნო შტაბში მომხდარი ინციდენტის გამო.

 

შტაბის წევრებმა tspress-ის ჟურნალისტს მერაბ როდონაიას, რომელიც საარჩევნო ოფისში კანდიდატთან საარჩევნო პროგრამაზე გასაუბრების მიზნით მივიდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, კამერაზე ხელი უკრეს და სახეში წყალი შეასხეს.

 

ვთვლით, რომ მოცემული შემთხვევა ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლას წარმოადგენს. მივმართავთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას შეისწავლოს აღნიშნული საკითხი.

 

იმისათვის, რომ არჩევნები ნორმალურ ვითარებაში წარიმართოს, მოვუწოდებთ როგორც "ქართულ ოცნებას", ასევე სხვა საარჩევნო სუბიექტებს და მათი საარჩევნო შტაბის წევრებს ჟურნალისტებს თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება მისცენ, უარი თქვან კომუნიკაციის შეურაცხმყოფელ ფორმებზე და პატივი სცენ ამომრჩევლის უფლებას, იყოს ინფორმირებული.


უკან