დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
TMWYF
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 30 ივნ 2014

რუსთავი 2-ის თვითრეგულირების ორგანომ არასამთავრობოების საჩივარი დააკმაყოფილა

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს თვითრეგულირების ორგანომ ქართველ მუსლიმთა კავშირის, მედიის განვითარების ფონდისა (MDF) და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) საჩივარი დააკმაყოფილა. საჩივრის საფუძველი გადაცემა P.S.-ში 6 აპრილს გასული სიუჟეტი გახდა, რომელიც აჭარაში მეჩეთის აშენებას ეხებოდა. 


საჩივრის თანახმად,  სიუჟეტში „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" 5 ნორმა დაირღვა (იხ. "არა ფობიას!" ბიულეტენი #9).


29 მაისს გაიმართა საჩივრის განხილვა, რომელსაც კომისიის წევრებთან ერთად დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ. რუსთავი 2-ის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტის ან გადაცემა „პოსტკრიპტუმის" რედაქციის მიზანი არ ყოფილა სადავო სიუჟეტით მაყურებლის შეცდომაში შეყვანა ან უმცირესობათა შესახებ არასწორი განცხადების გაკეთება, რისი დასტურიც არის მთლიანად სიუჟეტის დაბალანსებულობა და ჟურნალისტის მცდელობა, გაავრცელოს ყველა დაინტერესებული პირის მოსაზრება.


მიუხედავად ამისა, თვითრეგულირების ორგანომ მომჩივანთა განცხადება დააკმაყოფილა და  „პოსტკრიპტუმის" რედაქციას რეკომენდაცია მიეცა - განსაკუთრებით სიფრთხილით მოეკიდოს რელიგიურ უმცირესობების საკითხებზე სიუჟეტების მომზადებას. „სადავო სიუჟეტში შესაძლოა არსებობდეს გარკვეული ხარვეზები, თუმცა აღნიშნული უნდა იქნეს მიჩნეული ჟურნალისტის მიკერძოებულ პოზიციად, რადგან სიუჟეტში გასული სადავო ფრაზები გაუფრთხილებლობის შედეგს წარმოადგენს", - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

უკან