დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
IPZFG
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 20 ივნ 2014

სიძულვილის ენა და დისკრიმინაციული გამოხატვა პოლიტიკურ დისკურსში


20 ივნისს ევროპის სახლში მედიის განვითარების ფონდისმონიტორინგის "სიძულვილის ენა და დისკრიმინაციული გამოხატვა პოლიტიკურ დისკურსში" და საერთაშორისო გამოცდილების შესახებ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.


მონიტორინგი (17 თებერვალი -17 მაისი) ასახავს რამდენად ხშირად მიმართავენ პოლიტიკური პარტიები და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციები, პოლიტიკური თანამდებობის პირები, საჯარო მოხელეები და სხვა პოლიტიკურად აქტიური პირები სიძულვილის ენასა და დისკრიმინაციულ გამოხატვას საჯარო დისკურსში. მონიტორინგმა შემდეგი ტენდენციები აჩვენა:


  • ყველაზე ხშირად სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციას შემდეგი პარტიები მიმართავდნენ: ბურჯანაძე- ერთიანი ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციები - 34; ქართული ოცნება - 18; პატრიოტთა ალიანსი -15; თავისუფალი საქართველო - 3, ნაციონალური მოძრაობა -2; იმედი -2; ლეობორისტული პარტია -1; სახალხო ფრონტი -1.

  • ყველაზე ხშირად დისკრიმინაციულ გამოხატვას შემდეგი პირები მიმართავდნენ: ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება (ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია) -10; ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი (ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია) - 9, დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი - 6, ნინო ბურჯანაძე, ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია - 5, გურამ ფალავანდიშვილი, ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია - 4, გოგი თოფაძე - ქართული ოცნება - 4, ნუკრი ქანთარია, ქართული ოცნება - 4, დიმა ჯაიანი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი - 4.

  • ყველაზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში ჰომოფობიურ გამოხატვას მიმართა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ დავით დარახველიძე იყო.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მიერ მომზადებული კვლევა საკანონმდებლო და თვითრეგულირების მექანიზმების საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვას ასახავს.

 

მედია გაშუქება:


რადიო თავისუფლება, თავისუფლების ერთი საათი გოგი გვახარიასთან ერთად, 19 ივნისი, 2014


რუსთავი 2, კურიერი, 20 ივნისი, 2014

 

საზოგადოებრივი მაუწყებელი, მოამბე, 20 ივნისი, 2014


ტაბულა, 20 ივნისი, 2014

უკან