დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
KXDMY
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 14 აგვ 2014

ტარიელ ნაკაიძემ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა

14 აგვისტოს ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ ტარიელ ნაკაიძემ ვებ-პორტალ mediacity.ge-ს წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა. განმცხადებელი მედია საშუალების მიერ ქარტიის პირველი, მე-5, მე-7 და ე-11 მუხლების დარღვევას ასაჩივრებს.


2 აგვისტოს mediacity.ge-ის მიერ გამოქვეყნებული ტარიელ ნაკაიძის  ინტერვიუ, საჩივრის ავტორის აზრით, ჟურნალისტის თავისუფალ ინტერპრეტაციებს ეფუძნება, კონტექსტიდან ამოგლეჯილად არის მოყვანილი და რეალურად არ ასახავს მის მიერ სატელეფონო ინტერვიუს დროს გაკეთებულ კომენტარებს, რასაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.


განცხადება ასევე მიუთითებს იმ რისკზე, რომელიც რელიგიურ გრძნობებთან დაკავშირებული თემების კონფრონტაციულ ტონალობაში და დისკრიმინაციულად გაშუქებამ შეიძლება გამოიწვიოს და ყურადღებას ამახვილებს ჟურნალისტის და მედიის პასუხისმგებლობაზე ამ პროცესში.


ტარიელ ნაკაიძის ინტერესებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში მედიის განვითარების ფონდი იცავს.

უკან