ქცევის კოდექსი
მედიის განვითარების ფონდი, MDF საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს მრავალფეროვნების სკოლა არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის. პროექტის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კვოტირების წესით ჩარიცხული არაქათულენოვანი სტუდენტები გაივლიან პრაქტიკულ კურსს სამოქალაქო ჟურნალისტიკაში; მოისმენენ თემატურ ლექციებს და მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიებში; შექმნიან მედია პროდუქციას, რომელიც facebook-ის გვერდზე - "ჩვენ ვხედავთ - ჩვენ ვმოქმედებთ" - განთავსდება.
მსმენელები კონკურსის წესით სამოტივაციო წერილის საფუძველზე შეირჩევიან (იხ. საკონკურსო პირობები). საკვირაო სკოლაში სწავლა 22 მარტს დაიწყება და შაბათობით გაიმართება.
კურსის ბოლოს საკონკურსო ჟიური 3 საუკეთესო სტუდენტური ნაშრომის ავტორს სპეციალური პრიზებით დააჯილდოვებს, პირველ ადგილზე გასული ნაშრომის ავტორი კი ერთთვიან სტაჟრებას რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროში გაივლის.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს და სამოქალაქო აქტივიზმს.