კვლევა და ანგარიში
როგორ შუქდება სამართლებრივი საკითხები ქართულ მედიაში, აქვთ თუ არა ჟურნალისტებს საკმარისი ცოდნა სამართლებრივი საკითხების გასაშუქებლად და რამდენად ვიცავთ დაკავებულთა უდანაშაულობის პრეზუმფციას? ესაა ის თემები, რაზეც ჟურნალისტ ელისო ჩაფიძის მიერ განხორციელებულ "მედია-მონიტორინგში" არის საუბარი. კვლევის საგანი გახლდათ სამი ყოველკვირეული ქართული გაზეთი; "ასავალ-დასავალი”, "ქრონიკა” და "კვირის პალიტრა”, და ხუთი ტელეკომპანიის მთავარი საინფორმაციო გამოშვებები ერთი თვის განმავლობაში. კვლევა მომზადებულია „მედიის განვითარების ფონდის" პროექტის _ „მედია მონიტორინგი _ პროფესიული და ანგარიშვალდბეული მედიის განვითარებისთვის" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება _ საქართველო".