დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
UGVGG
გაგზავნა

კვლევა და ანგარიში

სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების მონიტორინგი წინასაარჩევნო დისკურსში

წინამდებარე ანგარიში ასახავს მედიის განვითარების ფონდის (MDF) და გაეროს ასოციაციის (UNAG) PITA-ს ახალგაზრდული 7 რეგიონული ცენტრის მიერ 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ, ჩატარებული მედია მონიტორინგის შედეგებს. დაკვირვების საგანი იყო სიძულვილის ენა, ქსენოფობიური გამოხატვა და ანტიდასავლური განცხადებები, რომლებსაც პოლიტიკური სუბიექტები და მედია ავრცელებდნენ.

ადგილობრივი არჩევნების სპეციფიკის გათვალისწინებით, მონიტორინგის ფარგლებში შერჩეული ეროვნული დაფარვის ტელევიზიების, გაზეთების, ასევე ონლაინ გამოცემების გარდა, დაკვრივება ადგილობრივ მედია საშუალებებზე და რეგიონული პოლიტიკური სუბიექტების ფეისბუკ გვერდებზეც მოხდა.

მონიტორინგი საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა" ფარგლებში განხორციელდა.

ავტორები: თამარ კინწურაშვილი, თინა გოგოლაძე, გიორგი რევიშვილი
მედია მონიტორინგი: სოფო გოგაძე, ხატია ლომიძე, თამარ გაგნიაშვილი.
PITA-ს ახალგაზრდული რეგიონული ცენტრების მონიტორები:
ბაბკენ აბაჯიანი, ვარო გაბრელიან, ვიქტორია ეგიანი, ლილი ზაზაძე, დავით ჟორჟოლიანი, გიორგი ბოლქვაძე, ლუკა ზედაშიძე, ირაკლი იაგორაშვილი.
ბმული: სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების მონიტორინგი წინასაარჩევნო დისკურსში

სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების მონიტორინგი წინასაარჩევნო დისკურსში by Media Development Foundation on Scribd

უკან