დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
GMZRP
გაგზავნა

კვლევა და ანგარიში

მედია და ინფორმაციული წიგნიერების სწავლება

მედია და ინფორმაციული წიგნირების სახელმძღვანელო დამხმარე სასწავლო რესურსია, რომელიც ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას და გაცნობიერებული მედია მოხმარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

სახელმძღვანელო სკოლებში მედია და ინფორმაციული წიგნიერების სწავლების მიზნით შეიქმნა და თეორიულ ნაწილთან ერთად, პრაქტიკულ მასალებსაც მოიცავს თამაშების, სავარჯიშოების, დისკუსიების, იმიტირებული პროცესების სახით. სახელმძღვანელოს მიზანია, მისცეს ახალგაზრდებს ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს დემოკრატიულ სისტემაში მედია, როგორ გადავამოწმოთ ყალბი ინფორმაცია და დავადგინოთ, რა ინტერესები დგას კონკრეტული მედია საშუალების უკან, როგორ ვებრძოლოთ სიძულვილის ენას, დავიცვათ კიბერუსაფრთხოება და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. სახელმძღვანელოს პრაქტიკული ნაწილი მედია შინაარსის კრიტიკული ანალიზის, ინფორმაციის მოპოვების და გადამოწმების, ყალბი ინფორმაციის დეკონსტრუირების, მედიის თვითრეგულირების ფორმატში გადაწყვეტილებების მიღების უნარებს ავითარებს.

სახელმძღვანელო ექვსი მოდულისგან შედგება და შემდეგ თემებს მოიცავს:
  • მედია და ინფორაცია;
  • პროპაგანდა და ვერიფიკაცია;
  • გამჭვირვალობა;
  • სიძულვილის ენა;
  • პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა/პერსონალური მონაცემები;
  • კიბერი.
თითოეულ თავს შესაბამისი სავარჯიშოები და მაგალითები, ასევე თამაშებისათვის დამატებითი ინტერნეტ რესურსების ბმულები ერთვის.
აღნიშნული გამოცემა პროექტის „სკოლებში მედიაწიგნიერების და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა" ფარგლებში საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით მომზადდა.


სახელმძღვანელოზე მუშაობდნენ:
თამარ კინწურაშვილი, თამარ ხორბალაძე, სოფო გელავა, ნანა რაფავა, მაკა პეტრიაშვილი, დალი ქურდაძე

ბმული: მედია და ინფორმაციული წიგნიერების სწავლება


მედია და ინფორმაციული წიგნიერების სწავლება by Media Development Foundation on Scribd

უკან