დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
ZKLQX
გაგზავნა

კვლევა და ანგარიში

ვერიფიკაციის რესურსები - „მითების დეტექტორის“ გზამკვლევი

წინამდებარე პუბლიკაციაში ყალბი ინფორმაციისა და სხვადასხვა ტიპის მედია კონტენტის გადამოწმების ღია რესურსებია თავმოყრილი, რომელსაც ფაქტების გადამოწმების ონლაინ გამოცემა „მითების დეტექტორი" თავის საქმიანობაში იყენებს.
გამოცემის მიზანია, ტექნოლოგიური ცვლილებებისა და ინფორმაციული ქაოსის ეპოქაში, როცა ყალბი ინფორმაცია და რეალური ფაქტები ერთმანეთში აღრეულია, მომხმარებელს ახალ მედია ეკოსისტემაში ნავიგაციაში დაეხმაროს. ამ მიზნის მისაღწევად, გამოცემა იმ ძირითადი რესურსების ანოტაციას გთავაზობთ, რომლებიც ფაქტების სიზუსტის დასადგენად და გადასამოწმებლად სხვადასხვა შესაძლებლობებს იძლევა.
გზამკვლევი გვთავაზობს შემდეგ სასარგებლო რესურსებს: პროფილების საძიებო სისტემები და სოციალურ ქსელებში მათი ანალიზი; ვებ-გვერდების გადამოწმება და ონლაინ არქივები; ვიზუალის ვერიფიკაცია; გეოლოკაცია; დიდი მონაცემები; ღია მმართველობა და საჯარო ინფორმაცია; მედია საშუალებების მფლობელები და დაფინანსების წყაროები და სხვა.
პუბლიკაცია მედიის განვითარების ფონდმა (MDF), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ახალგაზრდების მედიაწიგნიერების ლაბორატორია პასუხისმგებლიანი მედია მოხმარებისთვის" ფარგლებში მოამზადა.

გამოცემა მოამზადა
სოფო გელავამ
რედაქტორი:
თამარ კინწურაშვილი
დიზაინი:
IBDesign
ბმული:ვერიფიკაციის რესურსები - „მითების დეტექტორის" გზამკვლევი


ვერიფიკაციის რესურსები - „მითების დეტექტორის" გზამკვლევი by Media Development Foundation on Scribd

უკან