"მედიის განვითარების ფონდი" 2016 წლის 1 აპრილიდან 15 ოქტომბრამდე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის "გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებისთვის" ფარგლებში, წინასაარჩევნო მედია მონიტორინგს ახორციელებს.
კვლევის ფარგლებში ხორციელდება დაკვირვება პოლიტიკური სუბიექტების მიერ და მათ მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებზე; ასევე პოლიტიკური სუბიექტების გენდერულ წარმომადგენლობაზე მედიაში და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე.
მეთოდოლოგია. მონიტორინგის მეთოდოლოგია "მედიის განვითარების ფონდისთვის" Free Press Unlimited-ის (FPU) კონსულტანტმა დომინიკ ტიერმა შეიმუშავა.1 ანგარიშის რეცენზირება კი FPU-ის ექსპერტ ჟან-მარი კოუტს ეკუთვნის.
მონიტორინგის სუბიექტებად შემდეგი სატელევიზიო არხების საინფორმაციო გამოშვებები შეირჩნენ: საზოგადოებრივი მაუწყებელი (მოამბე 20:00 სთ-ზე), რუსთავი 2 (კურიერი 21:00 სთ- ზე), იმედი (ქრონიკა 20:00 სთ-ზე), მაესტრო (მაესტროს კონტაქტი 20-ზე), კავკასია (დღეს 20:30- ზე), ტაბულა (ფოკუსი 19:00), GDS (20:30). 1 ივნისიდან ასევე დაემატა ტვ ობიექტივი (ახალი ამბები 19:30) რომლის საინფორმაციო გამოშვება ეთერში 16 მაისიიდან გავიდა.
ონლაინ მედიიდან მონიტორინგის სუბიექტები არიან: "ინტერპრესნიუსი" (IPN), PIA, "ნეტგაზეთი", "პირველი რადიო", "მარშალპრესი". მონიტორინგის სუბიექტების შერჩევა, როგორც აუდიტორიის მოცვის, ასევე გავლენის ნიშნით მოხდა. გათვალისწინებული იყო, როგორც სატელევიზიო რეიტინგები, ასევე მედიის განვითარების ფონდის მიერ 2016 წელს, მონიტორინგის დაწყებამდე ჩატარებული "პოლიტიკური პარტიების საჭიროებების კვლევა"2 , სადაც პოლიტიკურად აფელირებული მედია საშუალებები თავად პოლიტიკურმა სუბიექტებმა დაასახელეს.
წინამდებარე ანგარიში 1 აპრილიდან 15 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.
გამოცემის თარიღი: სექტემბერი, 2016
გამომცემელი: მედიის განვითარების ფონდი
ავტორი: თამარ ხორბალაძე, თინა გოგოლაძე
რეცენზენტი: ჟან მარი კოტი, FPU-ს ექსპერტი
მკვლევრები: თამარ გაგნიაშვილი, სოფო გოგაძე, ხატია ლომიძე, რომან ბაინდურაშვილი, თამარ სოფრომაძე, თინა გოგოლაძე, ირაკლი ცხადაძე, მარიამ ცუცქირიძე, ნათია გოგელია, ნათია გოგოლაშვილი, დალი ქურდაძე რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი
ბმული: სიძულვილის ენა და გენდერული წარმომადგენლობა მედიაში, 2016
სიძულვილის ენა და გენდერული წარმომადგენლობა მედიაში, 2016