ანგარიში ასახავს სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის გამოხატვას მედიასა და საჯარო სივრცეში
კვლევა შედგება სხვადასხვა სექციებისგან და ეთნიკური, ეროვნული, სექსუალური ორიენტაციისა და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის გამოვლინებებს მოიცავს. ცალკეულ ქვეთავებადაა დაყოფილი თურქოფობია, ისლამოფობია და არმენოფობია. მონიტორინგი 6 გაზეთზე, 5 ტელევიზიის დღის მთავარ საინფორმაციოგამოშვებებასა და თოქ-შოუზე, ასევე 6 საინფორმაციო ვებ-პორტალზე განხორციელდა. მედიასთან ერთად გამოვლენილია დისკრიმინაციისა და სიძულვილის სხვაწყაროები, მათ შორის, პოლიტიკური პარტიები და მათთან აფილირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები, სასულიეროპირები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. დარღვევები დაჯგუფებულია ტიპოლოგიისა და წყაროების მიხედვით, თანდართულია გრაფიკული ცხრილები.დასკვნით ნაწილში საუბარია იმ გამოწვევებზე, რაც მრავალფეროვნებისა და უმცირესობათა გაშუქებას თან ახლავს. კვლევა მიუთითებს, რომ ქართულ მედიასივრცეშიჟურნალისტური სტანდარტის დარღვევას აქვს როგორც მიზანმიმართული, ასევე შემთხვევითი ხასიათი. სიძულვილის ენისა დაქსენოფობიის აღმოსაფხვრელად,ანგარიში რეკომენდირებულად მიიჩნევს ჟურნალისტური კულტურის, ღირებულებებისა და ნორმების გაძლიერებას, მედიის ანგარიშვალდებულების ამაღლებასა დაეფექტიანი თვითრეგულირების მექანიზმების დამკვიდრებას.
სიძულვილის ენა და ქსენოფობია. მედია მონიტორინგის ანგარიში 2014-2015