დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
WWNGD
გაგზავნა

კვლევა და ანგარიში

ანტიდასავლური პროპაგანდა. მედია მონიტორინგის ანგარიში 2014-2015

მედიის განვითარების ფონდის ანგარიში მიმოიხილავს ანტიდასავლურირ იტორიკას საქართველოში და მედიის როლს მის გავრცელებაში

ანტიდასავლური განწყობების მონიტორინგისკენ მედიის განვითარების ფონდს ქართულ მედიაში სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის გამოვლინებებზე დაკვირვებამ უბიძგა. ანტიდასავლური რიტორიკა ხშირად სწორედ ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ კონტექსტში გაისმის. ასეთი გამოხატვა ღია საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული და როგორც შედეგები ცხადყოფს, ხშირად პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, რადგან სწორედ პოლიტიკურად აქტიური მედია პლატფორმები და პოლიტიკური აქტორები ტირაჟირებენ ისეთ იდეებს ან მცდარ, შეცდომაში შემყვან ინტერპრეტაციებს, რომლებიც მკვეთრად ანტიდასავლური პროგანდის ხასიათს ატარებს. პირველ თავში მოყვანილია მედია მონიტორინგის რაოდენობრივი მაჩვენებლები ანტიდასავლური პროპაგანდის წყაროების მიხედვით, მეორე თავი გზავნილების ტიპოლოგიის ანალიზს მოიცავს, მესამე – პროპაგანდის ტექნოლოგიებსა და შესაბამის მაგალითებს ასახავს,ხოლო მეოთხე თავი ქართულ მედიაში რუსულენოვან პროპაგანდას ეთმობა.მეხუთე თავი კი ანტიდასავლურ განწყობებს წყაროების მიხედვით მიმოიხილავს, მათ შორის მედიასაშუალებებს, რომლებიც რუსული წყაროების იდენტიფიცირებას არ ახდენენ, პოლიტიკურ პარტიებსა და მათთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს, ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ წარმომადგენლებს, სასულიერო პირებს და საზოგადოების წარმომადგენლებს.

პროექტი „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და ის სხვადასხვა ფობიებთან ერთად, ანტიდასავლური განწყობების იდენტიფიცირებას და წყაროების გამოვლენას ისახავდა მიზნად.

გამოცემის თარიღი: მაისი, 2015
გამომცემელი: მედიის განვითარების ფონდი
მკვლევარები და სარედაქციო ჯგუფი: თამარ კინწურაშვილი, სოფო გოგაძე,თათა ქაფიანიძე,თამარ კანდელაკი
ბმული: ანტიდასავლური პროპაგანდა. მედია მონიტორინგის ანგარიში 2014-2015

ანტიდასავლური პროპაგანდა. მედია მონიტორინგის ანგარიში 2014-2015 

უკან