"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.
თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების გენდერმგრძნობელობა და ქალთა საჭიროებები
ანგარიშში წარმოდგენილია კვლევის შედეგები პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში ქალთა საკითხების ასახვის შესახებ გამოცემა ორი ნაწილისგან შედგება: პირველი ნაწილი ეყრდნობა დოკუმენტების ანალიზს და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამოვლენილი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო პლატფორმებს მიმოიხილავს; მიმოხილვის მიზანია გასცეს პასუხი კითხვას: უთმობენ თუ არა პოლიტიკური პარტიები თავიანთ საარჩევნო პროგრამებში ქალებისთვის აქტუალურ საკითხებს ყურადღებას;
მეორე ნაწილში წარმოდგენილია საქართველოს 9 ქალაქში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომელიც პოლიტიკურ პარტიათა საარჩევნო პროგრამებში ქალთა საჭიროებების ასახვას ისახავდა მიზნად; ხოლო დასკვნით ნაწილში კი მოცემულია რეკომენდაციები, რომლებიც ორივე კვლევას ეფუძნება.
გამოცემის თარიღი: 2015 წელი გამომცემელი: მედიის განვითარების ფონდი მკვლევარები და სარედაქციო ჯგუფი: ავტორები: ქეთი მსხილაძე, ლელა ხომერიკი; რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი; მკვლევარები: ნინო ნარიმანიძე, მარინა მოდებაძე ახალციხე; სედა მელქუმიანი ახალქალაქი; ვირჯინია სტოლიარენკო გარდაბანი; არინა თავაქარაშვილი გორი; გვანცა ლუკავა ზუგდიდი; ნინო ქათამაძე, თამარ ტაბატაძე, გელა ბოჩიკაშვილი თბილისი; ოლგა ენდელაძე მარნეული; ნინა მარიკიანი ნინოწმინდა; ნანა ბაგალიშვილი სიღნაღი. გამოცემა მომზადდა პროექტის „ქალები ცვლილებებისთვის" ფარგლებში. პროექტი განხორციელდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის" მხარდაჭერით. ბმული: პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების გენდერმგრძნობელობა და ქალთა საჭიროებები