დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
DTWFJ
გაგზავნა

კვლევა და ანგარიში

მედია-ეთიკა და პროფესიული სტანდარტი, 10 საქმე 2013 წლის პრაქტიკიდან

გამოცემა განიხილავს მედია-ეთიკის სტანდარტების დარღვევას ქართული მედიის 10 საქმის მაგალითზე, გვთავაზობს ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვას 

გამოცემის მიზანია, საზოგადოების ინფორმირება საქართველოში არსებული თვითრეგულირების ინსტიტუციონალური მექანიზმების შესახებ და კონკრეტული მედია-პრაქტიკის მაგალითზე იმ პრობლემური ტენდენციების ჩვენება, რაც პროფესიული სტანდარტების დარღვევის თვალსაზრისით იჩენდა თავს. 

გამოცემა შეიცავს 10 საქმეს 2013 წლის მედია-პრაქტიკიდან და მიმოიხილავს ისეთ თემებს, როგორიცაა: ანტიდასავლური განწყობები, არჩევნები, კრიმინალის გაშუქება ქსენოფობიურ კონტექსტში, სოციალური პრობლემები ქსენოფობიურ კონტექსტში; რელიგია; ჰომოფობია; სექსუალური ძალადობა, არასრულწლოვანი, შშმ პირი; ფარული ჩანაწერები სოციალურ მედიაში, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა; ადამიანის დადანაშაულება; ფარული გადაღება. 

გამოცემა დაეხმარება საზოგადოებას, იცოდეს, თუ რას უნდა მოელოდეს მაღალპროფესიული მედია საშუალებებისაგან, როგორ უნდა გამოიყენოს არსებული თვითრეგულირების მექანიზმები საკუთარი უფლებების დასაცავად და ამ გზით მედიის ხარისხის გასაუმჯობესებლად. პუბლიკაცია ასევე განკუთვნილია მედია საშუალებებისთვის, ჟურნალისტური სკოლებისთვის, რათა პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე, შესაძლებელი გახდეს ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დახვეწა. 

გამოცემის თარიღი: სექტემბერი, 2014 წელი 
გამომცემელი: მედიის განვითარების ფონდი 
სარედაქციო ჯგუფი: რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი; ავტორები: ქეთევან მსხილაძე, გელა ბოჩიკაშვილი, თამარ ხორბალაძე, მაია წიკლაური, დავით კლდიაშვილი, გიორგი მშვენიერაძე, თათა ქაფიანიძე, ზვიად ქორიძე 
გამოცემა მომზადდა ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით; 
ბმული: მედია-ეთიკა და პროფესიული სტანდარტი, 10 საქმე 2013 წლის პრაქტიკიდან 

   მედია-ეთიკა და პროფესიული სტანდარტი by Media Development Foundation on Scribd

 


უკან