ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის – NED-ის მხარდაჭერით მედიის განვითარების ფონდი – MDF გამოსცემს პერიოდულ ანგარიშს, რომელიც მედიის თავისუფლების მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს.
ანგარიში ეყრდნობა დოკუმენტების ანალიზს, საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციას და მედიით გავრცელებულ ცნობებს.
ანგარიში შედგება 8 თავისგან და შემდეგ თემებს მოიცავს: სამართლებრივი გარემო; ფინანსური და ბიზნეს გარემო; მედია საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები; სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა/გადაცემების დახურვა; სამართლებრივი პრატიკა, რომელიც თავის მხრივ ინფორმაციის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების საქმეებს მოიცავს; მედიასთან დაკავშირებული 2015 წლის მნიშვნელოვანი საქმეები, მთავრობის ადამიანის უფლებების 2014 წლის სამოქმედო გეგმის გამოხატვის თავისუფლების თავის მონიტორინგი და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში პოლიტიკური ოპოზიციის კანდიდატთა დამტკიცების პრობლემა.
ავტორები: მარიამ ლორთქიფანიძე, გვანცა კვარაცხელია, გელა ბოჩიკაშვილი, ნინია პატარაია
რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი
რეცენზენტი: ნინო დანელია
ბმული: მედიის თავისუფლება 2015, ანგარიში