"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.
თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
საბიუჯეტო სახსრები სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების გამავრცელებელ მედიაში
კვლევის ავტორები: თამარ კინწურაშვილი, გელა ბოჩიკაშვილი
სამართლებრივი კონსულტაცია, ადმინისტრაციული საჩივრების მომზადება და სასამართლო პროცესებზე MDF-ის ინტერესების წარმოდგენა: მარიამ ლორთქიფანიძე - მედიის განვითარების ფონდი.
პარტნიორი ორგანიზაციები - თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის კლინიკა, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.