დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
GGCAU
გაგზავნა

კვლევა და ანგარიში

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედია - არათანაბარი კონკურენცია საინფორმაციო სააგენტოებს შორის

მედიის განვითარების ფონდი ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ინფორმაციის გავრცელებაზე გამოყოფილი თანხების მონიტორინგს, რომლის მიზანია, გაარკვიოს თუ როგორ და რა მიზნით ნაწილდება საბიუჯეტო სახსრები ცალკეულ მედია საშუალებებზე. 

კვლევის პირველ ეტაპზე მოხდა ინფორმაციის გამოთხოვნა 19 სამინისტროდან და საქართველოს მთავრობის კანცელარიდან 2013-2014 წლებში ინფორმაციის გავრცელების, რეკლამის და სხვა მომსახურების მიზნით მედია საშუალებებისთვის გადარიცხული თანხების და გაწეული მომსახურების ხასიათის შესახებ. 

20 საჯარო დაწებულებიდან საჯარო ინფორმაცია კანონით დადგენილ ვადებში არ მოუწოდებია 1 უწყებას - შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაც ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდა. წინამდებარე კვლევა არ მოიცავს სამინისტროებში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან ამ მხრივ გაწეულ მომსახურებას და ასახავს უშუალოდ სამინისტროების ბიუჯეტებიდან საინფორმაციო სააგენტოებისთვის ინფორმაციის მომზადების, გავრცელების და სხვა მომსახურებისთვის თანხების გამოყოფის საკითხებს. 

სხვა ტიპის მედია საშუალებებში რეკლამის განაწილების, მათ შორის ფარული რეკლამის და სახელმწიფო დაწესებულებების მხრიდან დასპონსორებული გადაცემების თემას ჩვენ შემდეგ კვლევაში გავაანალიზებთ.

ბმული: სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედია - არათანაბარი კონკურენცია საინფორმაციო სააგენტოებს შორის 

   სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედია - არათანაბარი კონკურენცია საინფორმაციო სააგენტოებს შორის by Media Development Foundation on Scribd

 


უკან